საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანამდებობა
ქუთაისის სავარაუდო მერის ბიოგრაფია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/21 15:20:13

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია გუშინ დაინიშნა. მას ამ დრომდე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შოთა მურღულია 1979 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა.  1997–2001 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე. ასევე 2001–2003 წლებში პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა  მაგისტრატურის კურსი.

1999 -2001 წლებში სწავლობდა ლუნებურგში (გერმანია) FH Nordostniedersachsen-ის უმაღლეს სასწავლებელში.

მშობლიურ ენასთან ერთად ფლობს; რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითრების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად.

მურღულიას გააჩნია გამოცდილება სოციალურ–გარემოსდაცვით და მომხმარებელთა უფლებების ანალიზში, სემინარების ჩატარებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში. ევროკომისიის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების კორდინირებაში.

შოთა მურღულია ასევე კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ბოლოს კი ფართო საზოგადოებამ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გაიცნო. 

შოთა მურღულია ღირსეული ქუთაისური ოჯახის შვილია. იგი  არჩილ მურღულიას ძმის შვილიშვილია. არჩილ მურღულიას კარგად იცნობენ ქუთაისში, იგი ათეული წლების განმავლობაში იყო ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორი. თავად შოთა მურღულიას საშუალო სკოლა ქუთაისში აქვს დამთავრებული. 

მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, თუმცა კულუარებში მას უკვე ქაალქის მომავალ მერად მოიხსენიებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია