დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/21 14:00:43

ქუთაისში, ფალიაშვილის 16–ში   არსებული 4 კომერციული ობიექტი: სასურსათო, ვალუტის პუნქტი, მობილურებისა და ციფრული ტექნიკის განყოფილებები გაძარცვეს. ძარცვის შედეგად მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სურსათი.   მძარცველებმა მაღაზიაში შესვლამდე შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები მოხსნეს და მაღაზიაში  ერთ–ერთი სათავსოდან შევიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით ძარცვის შედეგად  გატანილია 16 მობილური ტელეფონი და 14  ციფრული ვიდეოკამერა, რომელთა საერთო ღირებულება 2500 ლარია.

მძარცველებმა 300 ლარამდე ღირებულების სურსათი გაიტანეს სასურსათო განყოფიელბიდან.

 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია