დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია
კიდევ ერთი აქცია გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ ქუთაისის მერიის წინ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/21 13:04:27

ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის, წინააღმდეგ მორიგი აქცია მიმდინარეობს.

 

 „გოჩა თევდორაძე არის „მიშა 2“, იგი დღემდე მართავს ქალაქს და ეს მდგომარეობა უნდა დამთავრდეს. ამასთან, თევდორაძემ ყველა დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

 

მერიის წინ შეკრებილები ასევე შეეხნენ ქუთაისის მერიაში თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კონკურსი წესების დარღვევით მიმდინარეობს.

 

„ეს არის ფორმალური კონკურსი, სადაც თანამდებობებზე უკვე დანიშნული არიან ადამიანები ნაცნობობითა და ახლობლობით. მოვითხოვთ, კონკურსმა სწორი სახე მიიღოს და ადამიანები პროფესიონალიზმის მიხედვით დაინიშნონ თანამდებობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აქცია მასშტაბურ სახეს მიიღებს,“ – აღნიშნა აქციის მონაწილე გელა ხუნდაძემ .

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია