დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერად წოდებული ვიცე-მერი შოთა მურღულია
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/21 12:54:09

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი  მოადგილე შოთა მურღულია ქუთაისის  ვიცე-მერის პოსტზე   დაინიშნა და მერის მოვალეობასაც შეითავსებს, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მას უკვე ქალაქის ახალ მერს უწოდებენ.


მერღულიას მერად დანიშვნა საზოგადოებას უკვე მიულოცა ყოფილმა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ, რომელმაც მერის მოადგილის პოსტი უკვე დატოვა.


„მინდა, მოგილოცოთ ახალი მერის, ბატონ შოთა მურღულიას დანიშვნა. ყველა ინფრსატრუქტურული პროექტი, რაც ქუთაისში ბოლო პერიოდში განხორცილედა, უშუალოდ მისი  ინიცირებული იყო“,-განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.


მურღულიას ქალაქის მერს უწოდებს ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძეც.


„დიახ, მურღულია იქნება  ქალაქის მერი,“-აცხადებს მღვდელაძე, რომელიც იმ კომისიის შემადგენლობაშია, რომელმაც ქალაქის მერის  პოსტზე შესარჩევი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.


აღსანიშნავია, რომ მამუკა მვდელაძემ  მერის შესარჩევ კონკურსს psnews.ge -სთან საუბარში ფორმალური უწოდა და განაცხადა, რომ კომისია მაინც იმ კანდიდატს აირჩევს, ვინც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მხარდაჭერილი.

 

მერის შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოცხადდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია