დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მთავრობის წარდგენა
შს მინისტრობის კანდიდატი ლექსო ჭიკაიძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაში მონაწილეობდა?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/19 17:14:34

 

დღეს საქართველოს პარლამენტში ახალი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

 

 უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაინტერესდა, როგორ აფასებდა მომავალი პრემიერმინისტრი იმას, რომ 26 მაისის აქციის "ლეგიტიმური დარბევის" პროცესის დროს, რის გამოც ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, როგორც პოლიციის თანამშრომელი, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა  დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, თუმცა ის "დამრბეველი" არ ყოფილა. და 

 

"ლექსო მაშინ მუშაობდა სამინისტროში. ის 26 მაისს ასრულებდა თავის მოვალეობას - ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, თუმცა ის არ იყო დამარბეველი. ასე რომ, ვერ გავიგე თქვენი კითხვის არსი, ლექსოს მიმართ რა კითხვა არსებობს, არ მესმის. ჩვენ ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი. გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელების მიმართ, არამედ ბრძანების გამცემთა მიმართ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია