დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება
„ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/19 16:44:11

საპარლამანენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მისთვისაც საინტერესოა, ვინ ავრცელებს ამ ამბებს.


„დიახ, ჩემსა და საგანელიძეს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა, არა მგონია, ეს ინფორმაცია განსასაჯაროებელი ყოფილიყო. მე მზად ვარ, ეს საკითხი გავიდეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ოღონდ ამ სხდომას დაესწრონ ჟურნალისტები და ინფორმაცია გახდეს საჯარო,“ – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის „ქართული ოცნების“ რიგებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერმა, დავით საგანელიძემ, დღეს გაავრცელა.

 

საგანელიძის თქმით, მასსა და  ლორთიფანიძეს შორის დაპირისპირება გამოიწვია ლორთქიფანიძის ქმედებებმა, საარჩევნო შტაბების  დაკომპლექტების პროცესსა და ვანის საკრებულოს საქმიანობაში  მისმა აშკარა ჩარევამ.  


მსგავს ფაქტს უარყოფს თავად ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ის არასდროს ჩარეულა ვანის საკრებულოს საქმიანობაში. პირიქით, ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციას, რომელიც ერეოდა და ახლაც ერევა საკრებულოს საქმიანობაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია