სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის მ/ძ გამანაწილებელ ქსელში მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
20 ნოემბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ოკრიბას“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია N6 ხის დაზიანებულის საყრდენის შეცვლა ახალი ლითონის ანძით, რის გამოც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება ქვესადგურების „ხრესილისა“ და ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური. საერთო ჯამში, დაახლოებით 1150 აბონენტს.
21 ნოემბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე “ღანირი 1” და „ღანირი-2“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ხონისა და ხონის რაიონის სოფლების 11000 აბონენტს, რომლებიც ძაბვას იღებენ ქვესადგურებიდან „ხონი 1“ და „ხონი 2“.
22 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ქვესადგურ „წყალტუბო 220"-ში დაგეგმილი აქვს 110 კვ გადამცემი ხაზის "თერნალის" გამორვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რისგამოც ძაბვა შეუწყდებათ სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურს "წყალტუბო 110" და მის მომხმარებლებს ქ. წყალტუბოში და წყალტუბოს მინიციპალიტეტის სოფლებში თერნალი, გვიშტიბი, გუბისწყალი, გუმბრა, გუმბრინი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი და ხომული (დაახლოებით, 9950 აბონენტი).
24 ნოემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000 აბონენტს ქ. ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში, მათ შორის ქუთაისის N2 საპყრობილეს, ო.ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას და სხვა საწარმოებს. აღნიშნული მომხმარებლები წინასწარ არიან გაფრთხილებული მოსალოდნელი გამორთვის შესახებ.