არა ხუდონჰესს! -ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტთან. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ხაიშში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.მათი თქმით, ასეთი მასშტაბური ჰესების მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს, მაშინ, როცა ელექტროენერგიის მოძიების სხვა გზებიც არსებობს. სტუდენტებმა აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს ხაიშის მოსახლეობას, ხოლო მთავრობის წევრებს , რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან, მოუწოდეს, არ დაუშვან ხაიშის მცხოვრებთა გადასახლება ჰესის მშენებლობის მიზნით.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტთა აქცია სოციალურ ქსელ facebook -ში სპონტანურად დაიგეგმა.