დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნება
ქუთაისელი თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვრის გამოფენა-გაყიდვა თბილისში (ვიდეო)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/19 12:53:20

თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, თვითნასწავლი მხატვრის ზურა (ზურიუს) ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. 

აბსტრაქტული და სიურეალისტური ჟანრის მოყვარულებს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების დათვალიერებისა და ყიდვის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ. გამოფენა-გაყიდვა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ახალგაზრდა მხატვარი ხატავს ფერადი ფანქრებით, კალმებითა და პასტელით. ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქტული და სიურეალისტური ჟანრისაა, რომელთაც საფუძვლად ადამიანის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უდევს. მუსიკა ზურას შთაგონების წყარო და მორიგი გატაცებაა. ძირითადად უსმენს კლასიკურ მუსიკას, ოპერას და როკს, რომელთა გავლენითაც ხატავს. ზურა ასევე გატაცებულია სიმღერითა და კლასიკური სტვენით.

25 წლის ზურა ბალანჩივაძე ქუთაისელია. ხატავს 3 წლის ასაკიდან, თუმცა ამ სფეროში სისტემატური განათლება არასდროს მიუღია. პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი (ჯიპა), ხოლო ამჟამად მუშაობს კომპანია „ჯეპრაში“ სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ზურა ბალანჩივაძე პოპულარუ პროექტ „ნიჭიერში“ იღებდა მონაწილეობას და ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა.. 

 

 

 

 

 

(სურათზე: ზურა ბალანჩივაძის ადრეული ნახატი „კალასი“, რომელიც გაზეთ „P.S.“-ის რედაქციის არქივში აღმოვაჩინეთ“)

 

 

 

 

 

 (წყარო BPI)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია