საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენი ადამიანი დაასაქმა „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მერიაში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/19 11:41:26

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი მანანა მიქაძე „პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის განცხადებას გამოეხმაურა. მიქაძის თქმით, თევდორაძის განცხადება უსაფუძვლოა, რადგან „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ მერიაში არა 133 ადამიანი, როგორც ამას თევდორაძე აცხადებს, არამედ 12 ადამიანი დაასაქმა.

მიქაძე მერის მოვალეობის შემსრულებლისგან გია შერაბიძისგან ითხოვს სიას, ვინ ვისი ლობირებით დაინიშნა.

თავის მხრივ,  შარაბიძე აღნიშნავს, რომ ოფიციალური მიმართვის შეთხვევაში, დოკუმენტებს ყველა დაინტერესებულ პირს გადაუგზავნის. აღნიშნულ საკითხზე კი ამ დროისთვის ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია