დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი რეალობა
ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პირველი ბრძანება გამოსცა (ვიდეო)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/18 17:04:24

ღეს საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის პირველი სამუშაო დღეა. პრეზიდენტი სამსახურში ფეხით მვიდა, მრავალრიცხოვანი დაცვისა და სპეციალური მანქანების თანხლების გარეშე.

 

მარგველაშვილმა პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ახალი კაბინეტის დამტკიცებაvდე პრემიერის მოვალეობის შესრულება დააკისრა.  ამის შემდეგ პრეზიდენტი დაასახელებს პრემიერის კანდიდატურას, ხოლო თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკვე პრემიერის რანგში გამოვა პარლამენტის წინაშე, წარადგენს ახალი მთავრობის წევრებს. უმარავლესობაში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა არ გაიწელება და საქართველოს ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე დღეში ეყოლება.

 

გუშინ გამართული ინაუგურაციის ცენემონიალის შემდეგ საქართველოში კონსტიტუციის ახალი მოდელი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც საქართველო ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ის იქნება პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია