დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ინაუგურაცია
მეოთხე პრეზიდენტის არჩევით საქართველო მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/11/17 18:28:34

საქართველოს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ყავს. გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ უკვე ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილეებების განხორციელებას და პირველი ბრძანებაც გამოსცა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა მმართველობის ახალ მოდელზე გადადის.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ეზოში დღეს ფიცი დადო.  ფიცის დადების შემდეგ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ჩვენ შთამბეჭდავად ევროპულ პოლიტიკურ პროცესებს დავუდეთ სათავე და  ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა და ერთიანობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა - მშვიდობიანად საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს.“

„ბუნებრივია, ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მე ვემსახურები თითოეულ თქვენგანს. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად ვიქნები უფლებათა დაცვის გარანტი. რა პოზიციებიც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნების დროს, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი - მშვიდობიანი, დამოკრატიული, გაერთიანებული და ლაღი საქართველო. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იზრუნებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა უზრუნველყოფისთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციაზე. ინაუგურაციის სიტყვაში პრეზიდენტმა, მიუხედავად დღევანდელი გართულებული მდგომარეობისა, მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან დიალოგის გაღრმავებაზე.

„მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად“ - განაცხადა მარგველაშვილმა. ასევე,, პრეზიდენტმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას დემოკრატიული სახელმწიფოს ერთად მშენებლობა შესთავაზა.

"აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ვთავაზობთ ერთად ავაშენოთ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, ღირსეული დაბრუნება და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით გარეშე საფრთხეების მოსაგერიებლად, ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია" – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუცია  შევიდა ძალაში. ინაუგურაციის შემდეგ საქართველო შერეული მმართველობის მოდელზე გადავიდა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვანად შეზღუდული უფლებამოსილებით ისარგებლებს. ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუტი პარლამენტისა და მთავრობის გაძლიერების ხარჯზე სუსტდება.

პრეზიდენტს უნარჩუნდება ქვეყნის მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის წოდება, თუმცა ის ვერ შეძლებს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლბას. პირველი პირი კვლავ იქნება საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენელი, მის უფლებამოსილებაში რჩება მსჯავრდებულთა შეწყალება, ჯილდოების, წოდებებისა და ასევე მოქალაქეობის მინიჭება, კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება. ასევე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა.

პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გარეშე ვერ განახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ვეღარ გამოაცხადებს, გააუქმებს, ან გააგრძელებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში, ვერ დანიშნავს არჩევნებს, ვერ დადებს გარკვეული ტიპის ხელშეკრულებებს, ასევე მას პრემიერის ხელმოწერა დასჭირდება სახელმწიფოს სახელით ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების დადებას და ასევე გარკვეულ შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას. ეს უფლება მთავრობას გადაეცემა. 

პრემიერ-მინისტრს მთლიანად გადაეცემა მთავრობის წევრების, მათ შორის, ძალოვანი მინისტრების თანამდებობიდან დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება. უფლებამოსილება, რომელიც მთავრობას მთლიანად გადაეცა შემდეგნაირად გამოიყურება - საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა, მთლიანად მთავრობას გადაეცა რწმუნებულების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება. ასევე მთავრობა იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს რეფერენდუმის დანიშვნა.

უფლებები, რომელიც პრეზიდენტს სრულიად გააუქმდა – პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება, ან შეჩერება, საკუთარი ინიციტივით რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევა, საკანონმდებლო ინიციტივისა და პარლამენტში კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება.

საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილმა პირველი ბრძანება გამოსცა. ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია