დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიშა და სანდრა დღეს ქორწინების 20 წლისთავს ჰოლანდიაში აღნიშნავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/17 15:53:18

 აწ უკვე საქართველოს  ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ის და მისი მეუღლე, მიხეილ სააკაშვილი  ქორწინების ოცი წლისთავს აღნიშნავენ.. ყოფილი პირველი ლედის წერილს თან ახლავს მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც წყვილმა შეუღლებიდან რამდენიმე ხანში გადაიღო.

 

"ოცი წლის წინათ,  17 ნოემბერს მე ვუთხარი მიშას: "დიახ, თანახმა ვარ". რიგითი დღე, რიგითი სამოსი და ხელში ერთი ვარდი მიჭირავს.

 

ათი წლის წინათ, 2003 წლის ნოემბერში მე ვუთხარი საქართველოს: "დიახ, მე ამას გავაკეთებ". ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი, არაჩვეულებრივი მამაკაცის გვერდით. სადაც კი წავედი, ყველგან ვარდები მივიღე.

 

დღეს, 2013 წლის 17 ნოემბერს ჩვენი ქორწინების მეოცე წლისთავზე არ არის არც ერთი ვარდი, მაგრამ არის ეკლები და ცრემლები. ჩვენი პატარა შვილი მიყურებს და კითხულობს მალე თუ დავბრუნდებით სახლში, და კვლავაც, იმედითა და ნდობით აღსავსე, ნიკუშას ვპასუხობ: "დიახ, ჩვენ დავბრუნდებით"... სანდრა, ჰოლანდია", - წერს ყოფილი პირველი ლედი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია