დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის მერიამ 400 000 ლარიანი სარეზერვო ფონდიდან თანხები უკანონოდ დაარიგა “-გოგი წულაია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/16 12:25:29

პარტია“თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვას აპროტესტებენ. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, მერიამ 400 000 ლარიანი სარეზერვო ფონდი, რომელიც კანონით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარებების სახით გასცა.


„ვიდრე მერის მოვალეობის შემსრულებელს სასამართლო დავით არ დავემუქრეთ, იქამდე საჯარო ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა. ერთთვიანი დაგვიანებით მივიღეთ იმ ადამინათა სია, რომლებმაც სარეზერვო ფონდიდან მიიღეს 500-1000-ლარიანი დახმარებები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ 400 000 ლარიდან 200 000 ლარი საკრებულოს წევრებმა და  მერიის თანამშრომლებმა მიითვისეს.

 

1304 ადამიანში, რომელთაც მერია ერთჯერადად დაეხმარა, არიან „საეჭვო“ მოქალაქეები, რომელთაც მატერიალური დახმარება ნაკლებად სჭირდებოდათ,  მაგალითად, გია უკლება და ია იაშვილი.

 

მივმართავ დოყლაპია პროკურატურას,  დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სამწუხაროდ, მერიაში არაფერი შეცვლილა და  კვლავ  „ნაციონალების“ ხერხებით მოქმედებენ“-აღნიშნა გოგი წულაიამ.

 


მისივე განცხადებით, ერთჯერადი მატრეალური დახმარება მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის მიერ უნდა გაიცეს. წულაია ინიციატივით გამოდის, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯვას გააკონტროლებს.

 


არსებული მონაცემებით, მერიის სარეზერვო ფონდში აუთვისებელი მხოლოდ 58 ათასი ლარია დარჩენილი.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია