დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეჯოში გამგებელსა და მაჟორიტარს უპირისპირდებიან
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/15 22:27:25

 სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება განცხადება, რომელიც ხელმოწერილია დაახლოებით 600 ადამიანის მიერ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 

,,გასული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული გამარჯვების შემდეგ ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ინა ხიდაშელის წარდგინებითა და რაიონის საკრებულოზე სერიოზული ზეწოლის შემდეგ, რაიონის გამგებლად დაინიშნა  საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ახალგაზრდა, გამოუცდელი პიროვნება გიორგი ლოლაძე. გავითვალისწინეთ რა ინა ხიდაშელის ავტორიტეტი, პოლიტიკური გამოცდილება, პრინციპულობა და ობიექტურობა, წინააღმდეგობა არ გაუწიეთ გიორგი ლოლაძ გამგებლად დანიშვნაში, პირიქით, ერთსულოვანი მზადყოფნა გამოვთქვით, ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოგვეჩინა ახალგაზრდა პიროვნებისათვის, მაგრამ მან გამგეობაში მისვლისთანავე შემოიკრიბა თანაკლასელი, თანაჯგუფელი თუ სხვა მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებული ადამიანები და ძალიან მალე ისინი გაერივნენ ფინანსურ მაქინაციებში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა რაიონის მოსახლეობაზე.

 ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი ლოლაძე უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა მოსახლეობის მიერ დაყენებულ საკითხებს, ატარებდა არასწორ საკადრო პოლიტიკას და ფინანსურ მაქინაციებშიც გაეხვა. ამის გამო მაჟორიტარს შეხვდნენ და პრეტენზიები განუცხადეს ლოლაძის მისამართით, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღეს:,,ან იორგი ლოლაძე იქნება გამგებელი და რაიონში წამოვა ინვესტიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონში არაფერი არ გაკეთდება!“

 კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს საოლქო საარჩევნო შტაბისა და აქტივის წარმომადგენლები თინა ხიდაშელს გამგებლის ლობირებაში ადანაშაულებენ და ამასთანავე, იხსენებენ, რომ ლოლაძის მიმართ იყო აღძრული საქმე, რომელიც პროკურატურამ საეჭვოდ შეწყვიტა.

  აღნიშნულზე ჟურნალისტური მოკვლევისათვის საგარეჯოში ჩასულ სოფო მთივლიშვილს (კახეთის საინფორმაციო ცენტრი) ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს (დაუზიანეს კამერა).

 იმის გამო, რომ ამჟამად თინა ხიდაშელი ევროპაშია მივლინებით, დავუკავშირდით აღნიშნულ საკითხზე ხიდაშელის თანაშემწეს, ქალბატონ ნათია ქობალიას, რომელმაც აღნიშნულზე განაცხადა, რომ პროკურატურამ ლოლაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა მისი უდანაშაულობის გამო, ხოლო ახლა დაწყებული გამგებლის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს თანამდებობები.

 

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია