საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/14 19:02:54

 დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართა.


 ღონისძიება ქუთაისის ოპერის თეატრის ინიციატივით ჩატარდა, რაც წინ უსწრებდა ხვალ, ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის საოპერო სტუდიის გასტროლის ფარგლებში დაგეგმილ სპექტაკლს: „ფიგაროს ქორწინება“.


 კონცერტზე მარიკა მაჩიტიძემ და ზაალ ხელაიამ სხვადასხვა ოპერებიდან არიები და დუეტები შეასრულეს,მათ შორის: სეველიელი დალაქი, ფიგაროს კავატინა და ა.შ.


„ჩვენ ხვალ არაჩვეულებრივ სპექტაკლს გავმართავთ ქუთაისის ოპერის თეატრში, დღეს კი გადავწყვიტეთ, რომ აქ, წერეთლის  უნივერსიტეტში ჩაგვეტარებინა მცირე კონცერტი. ეს ერთგვარად ქუთაისელ ახალგაზრდობასთან  გაცნობითი ხასიათის საღამოა და ამასთანავე, ჩვენი სურვილია, გავზარდოთ ახალგაზრდების ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ“-განაცხადა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, თბილისის კონსერვატორიის საოპერო კათედრის გამგემ, პროფესორმა და დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ Psnews.ge-სთან საუბრისას.


 ღონისძიება ძირითადად ქუთაისელ ახალგაზრდობასთან გაცნობით ხასიათს ატარებდა და დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.


„დღეს ოპერის თეატრმა ამ კონცერტით ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამ და სხვა მსგავსი ღონისძიებებით შევეცდებით,  გამოვაცოცხლოთ ქუთაისი და განვავითაროთ კულტურული ცხოვრება“-განაცხადა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა ხატია ვედმედევამ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია