დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2004 წელი, 19-25 იანვარი, №4 (262)
გლახაკთა და უპოვართა პრეზიდენტი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/14 15:49:19

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „აქ არიან ჩემი წინაპრეის სულე და მე მათ მინდა ვუთრა, რომ ნამდვილად არ შევარცვენ

 

(საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს შედგება. მანამდე კი გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან გთავაზობთ რეპორტაჟს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალიდან, რომელიც 2004 წლის 25 იანვარს, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს შედგა)

 

საქართველოს უკვე კანონიერი პრეზიდენტი ჰყავს.

 

24 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის სასულიერო ნაწილის დროს, გელათის სამონასტრო კომპლექსში თვით უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისაგან მიიღო კურთხევა, ხოლო 25-ში კონსტიტუციურად გახდა სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი.

 

გელათის ეზოში მიხეილ სააკაშვილს ათასობით ადამიანი ელოდა. შთამბეჭდავი იყო ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ გადაწყვეტილი მიზანსცენაც: უზარმაზარი წითელი ხალიჩები ტაძრის კარიბჭიდან სიღრმისაკენ მიემართებოდა და დავით აღმაშენებლის საფლავთან წყდებოდა.

 

პრეზიდენტს ელოდა საქართველოს ყველა კუთხის 170 უძველესი დროშა-გერბი ახალ სახელმწიფო დროშასთან და 60 ჩირაღდანთან ერთად. ეროვნული ტანსაცმელი, ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა უბრალო ადამიანებისთვის სწორედ ისეთ ფონს ქმნიდა, რაზეც ქართველობა უკვე დიდი ხანია ოცნებობს.

 

წითელ ხალიჩაზე მიხეილ სააკაშვილამდე უამრავმა სტუმარმა გაიარა. პირველი მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლდათ. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შემდეგ ტაძრის ეზოში გამოჩნდნენ პრეზიდენტის თანამებრძოლები და მეგობრები: ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი...სხვათა შორის, ინაუგურაციაზე „დაუპატიჟებელი სტუმრებიც“ მოვიდნენ: ვანო ჩხარტიშვილი, ნიკო ლეკიშვილი და თვით ვიტალი ხაზარაძეც კი...

 

პრეზიდენტი ზუსტად იმ დროს მობრKანდა, როცა ელოდნენ. მისი თვითმფრინავი სამი საათისთვის სოფელ კურსებში დაფრინდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, ვაჟიშვილი ედუარდ სააკაშვილი და ოჯახის სხვა წევრები. რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან წუთებში სააკაშვილის გვერდით იდგა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. სხვათა შორის, კურსებში პრეზიდენტის ვაჟი მასპინძლებმა ქართული ჩოხით შემოსეს და პატარა ედუარდმაც მთელი დღე ამ სამოსში გაატარა.

 

საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა საქართველოს ძველი პრეზიდენტის მიერ „ნაჩუქარი გზის“ რაღაც ნაწილი ფეხით გაიარა. თუმცა, მისმა პირადმა დაცვამ ეს რისკი საკუთარ თავზე ვერ აიღო და მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, თავის სურვილზე უარი ეთქვა.

 

ტაძრის ეზოში შემოსულ პრეზიდენტს აფრიალებული დროშებით და საქართველოს აგუგუნებული ჰიმნით დახვდნენ. პრეზიდენტის გზა კარიბჭიდან ტაძრის შესასვლელამდე ერთობ გაგრძელდა. ამის მიზეზი ის ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას ან მასთან მიახლოებას ცდილობდნენ. ზუსტად იმავე სიყვარულსა და თანადგომას გამოხატავდნენ ქართველები მისი ჰოლანდიელი მეუღლის მიმართაც.

 

ტაძარში შესული პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქმა საგანგებო სავარ:ელში ჩასვა და პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიაც დაიწყო. ამ წუთებს, ქართული ტელეარხების გარდა, საზღვარგარეთის 20 ტელეარხიც აშუქებდა.

 

კანონიერ პრეზიდენტად სახელდებულმა მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავს მუხლმოდრეკით მიაგო პატივი და უდიდესი მეფის სულისა და ქართველი ერის წინაშე ფიციც დადო.

 

„აქ არის საქართველოს უდიდესი მმართველის, ყველაზე დიდი ქართველის, დავით აღმაშენებლის სული. მე მინდა, ვუთხრა მას, მე მინდა ვუთხრა საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა გმირს, დღეს საქართველო დანაწევრებულია, დღეს ქართველი ხალხი დამცირებულია! ზოგიერთს შეიძლება უნდა, რომ საქართველო საერთოდ აღარ არსებობდეს რუკაზე. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამას ვერასოდეს  მოესწრებიან. საქართველო არსებობდა, საქართველო არსებობს და ყოველთვის იარსებებს. საქართველო არ მომკვდარა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ,ერმაც და ბერმაც, მთავრობამაც და ყველა ადამიანმა, ჩვენმა მოქალაქემ, ყველამ...  ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, უნდა მოვემზადოთ, უნდა გავერთიანდეთ, გავSლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ეს არის  ჩემი ცხოვრების მიზანი.

 

მე მინდა, ვუთხრა ყველას, ამისათვის მთავრობა უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც ხალხი- ასეთივე გაჭირვებაში. უნდა მოიჭიროს ქამრები, ჩვენ ამისათვის უნდა ვიმუშაოთ დღისით და ღამითაც. ჩვენ ამისათვის უნდა ვიმუშაოთ ქალაქებში და სოფლებში, ჩვენ ამისათვის უნდა ვიმუშაოთ მთელი მსოფლიოს დასანახავად და ხმის მისაწვდენად. ჩვენ ვიმსახურებთ ბევრად უკეთეს მომავალს! ჩვენი ერი არავის დასაჯიჯგნი არ არის, საქართველო არის უნიკალური ერი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. მე მინდა ვუთხრა ყველას: საქართველოში ყველას გვაერთიანებს ერთი რამ- ჩვენი სამშობლოს სიყვარული! დავითის საფლავზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, საქართველო მოემზადება, საქართველო გაერთიანდება, საქართველო გაSლიერდება და საქართველო გამთლიანდება. საქართველო შეიკვრება ერთ Sლიერ სახელმწიფოდ. მე მინდა, თქვენი დახმარება ვითხოვო ამ საქმის განხორციელებაში. მე მინდა, ყველანი ერთად დავდგეთ და ყველანი ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით. დიდი მადლობა მის უწმინდესობას, დიდი მადლობა ყველას.. მე ვარ ამ მიწის შვილი, აქ არიან ჩემი წინაპრების სულები და მე მათ მინდა, ვუთხრა, რომ ნამდვილად არ შევარცხვენ!“

 

საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიმართ ადამიანები მართლაც უდიდეს სიყვარულსა და იმედს გამოხატავდენენ. ამას, რა თქმა უნდა, თავად მიხეილ სააკაშვილიც გრძნობდა. პრეზიდენტის განცხადებით, დავითის საფლავთან მისვლა,- ეს არის მისი დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ, თან დასძინა, რომ ამ ადამიანების იმედების გამტყუნებას სიკვდილი ურჩევნია.

 

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე კომენტარებს მისი მეგობრები და თანამებრძოლებიც აკეთებდნენ:

 

ზვიად ძიძიგური: „ამ დღისთვის ბრძოლა საქართველოში თორმეტი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ბრძოლა ხან ფარული იყო, ხან- აშკარა. ბოლოს გამოჩნდა ლიდერი, რომელმაც შელძო საქართველოს გაერთიანება. შევარდნაძის უკანონო, კორუფციული რეჟიმის დამხობა. ეს შეძლო მიხეილ სააკაშვილმა და ქართველმა ერმა პატივი მიაგო მას. და დღეს ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოში დაგროვილი პრობლემები. დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს ყველაზე რელიგიური და მორწმუნე მეფე, ამიტომ ფიცის დადება მის საფლავზე სიმბოლურია. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საფუძველი ეყრება ძალიან კარგ ტრადიციას. იმედი მაქვს, რომ ყველა პრეზიდენტი, ვინც კი იქნება საქართველოში, დავითის საფლავზე დადებს ფიცს. “

 

კობა დავითაშვილი: „ეს უბრალო დღე არ არის, არამედ- დღესასწაული. სიმბოლურია, რომ საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცისგან იწყება. დღეს დაწყებული გამთლიანების შენარჩუნებას, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი შეძლებს. ძალიან კარგია, რომ ფიცის დადება დავითის საფლავზე მოხდა და რომ, მიხეილ სააკაშვილი თბილისს გარეთაც გამოვიდა.“

 

 

ნინო ბურჯანაძ: „მე მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, გულწრფელად ვუსურვო მთელ ქართველ ხალხს, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცი ყოფილიყოს საქართველოს კეთილდღეობის პირველი დღე.“

 

მიუხედავად იმისა, რომ ძველქართულმა დროშებმა და ჩირაღდნებმა „თავის საქმე“ ბრწყინვალედ გააკეთეს და ხალხიც ემოციური გავლენის ქვეშ მოაქციეს, წარმოდგენის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი მაინც არ იყო კმაყოფილი.  ბატონი ავთანდილი თვლიდა, რომ მისი ჩანაფიქრი ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ხალხის უზარმაზარმა მასამ ამის განხორციელების საშუალება არ მისცა. მართლაც, უფუნქციოდ დარჩნენ ოპერის მომღერლები, მსახიობები... ფოლკლორის სასახლის პატარა მოცეკვავეებმაც კი მხოლოდ რამდენიმე ცეკვა შეასრულეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ისინი სხვებივით ფეხით ჩავიდნენ გელათიდან ცენტრალურ გზამდე. ფეხით სიარულს რაც შეეხება, ეს იყო პირველი მსხვერპლი, რაც 24 იანვარს ქართველებმა აწ უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის გაიღეს. ინაუგურაციის სასულიერო ნაწილის ყველაზე არაორგანიზებული მხარე სწორედ ტრანსპორტი გახლდათ. ზეიმში მონაწილეები თუ, უბრალოდ, გელათში მოხალისედ მისული ადამიანები, პრეზიდენტის ხათრით, ფეხით მიდიოდნენ სამკილომეტრიან გზაზე. მაგრამ დაღლილობა და სიძნელე მათ დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ არ ცვლიდა.

 

დავით სხილაძე (52 წლის): „ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არ მინახია. ეს ადამიანი ხელს ართმევდა ყველას, ეფერებოდა, თვალებით მაინც... მე პატიოსანი, მუშა კაცი ვარ. ვიცი, სანამ ვიცოცხლებ, მანამდე უნდა ვიმუშაო და პატიოსანი შრომით ვჭამო პური, მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა თუ აფხაზეთი დაიბრუნა და ხელფასისა და პენსიის საქმე გამოასწორა, მაგას ხალხი გააღმერთებს. მიხარია, რომ ჩემ სიცოცხლეში მოხდა ასეთი რამ და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე.“

 

თინა კაპანაძე (59 წლის): „ამ კაცის იმედი მაქვს, მწამს, რომ საქმეს გააკეთებს. მე თუ არა, ჩემს შვილიშვილებს მაინც ხომ მოესწრებათ კარგ ქვეყანაში ცხოვრება. სამხედრო მარშის ხმა რომ გავიგონე, ვიგრძენი რომ ქვეყანა კიდევ გვქონია. როცა სამხედროები მწყობრზე მიდიან, მაშინ ქვეყანა არსებობს.“

 

ნანა საკანდელიძე (24 წლის): „დიდებული დღეა, ბრწყინვალვე დღე! უიმედოდ რომ ვიყო განწყობილი, აქ რატომ მოვიდოდი. იმედიანად ვარ! მჯერა  მიშა სააკაშვილის.“

 

თემურ ზედაშიძე (64 წლის): „დღევანდელი დღე ყველაზე სასიხარულოა ამ ბოლო წლების მანძილზე. დღეს არის ქართველი ხალხის დიდი ზეიმი. მე 64 წლის ვარ, ბევრი მინახავს და ვიცი, როცა ერს ასე უხარია, როცა ერს იმედი აქვს, მიზანი აუცილებლად მიიღწევა. დავითის საფლავთან გაერთიანება სიმბოლურია და ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია პრეზიდენტის მხრიდან.“

 

ეკა კეზევაძე (27 წლის): „ფაქტი ძალიან სასიხარულო და ძალიან შთამბეჭდავია. ისეთი ძლიერი ემოციური მუხტის ქვეშ ვარ, რომ, არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ... ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, იმედიც  მაქვს, მაგრამ ახალ პრეზიდენტზე ბევრი რამეა დამოკიდებული. წარმოუდგენელია, რომ მან ამ უთვალავი ადამიანის იმედი გაამტყუნოს, ამას მიხეილ სააკაშვილს ქართველი ერი არასოდეს აპატიებს...“

 

თამარ გოგიჩაიშვილი (სტუდენტი): „ათასობით ადამიანი იმედის თვალით შეჰყურებდა მეფე დავითის საფლავთარ მდგარ მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ისინი დარწმუნებულნი არიან ქვეყნის მეთაურის გულწრფელობაში, მიხეილ სააკაშვილი, ხომ 95%-ის მიერ არჩეული პრეზიდენტია.

 

პირადად მე ამ უმრავლესობის რიცხვში შევდივარ, მეც ისევე მჯერა და მწამს მისი, როგორც მათ. მჯერა, რომ ქვეყნის ცხოვრებას სიკეთისაკენ წაიყვანს: ბოლო მოეღება კორუფციას, გაუმჯობესდება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, იქნება დროული ხელფასები და პენსიები; რაც მთავარია, დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რაც ჩვენი ქვეყნის აღმავლობისათვის მეტად მნიშვნელოვანია. გაუმჯობესდება რუსეთ-საქართვლეოს ურთიერთობა, გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ა.შ.

 

მიზეილ სააკაშვილს ძლიერი საერთაშორისო კავშირები აქვს და სურს საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ერვოსტრუქტურებში, ასევე აპირებს ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანას, ყოველივე ამაზე საუბარი ადვილია, მაგრამ გაკეთება - ძალიან ძნელი, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ქართველმა მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ 3-4 თვეში ყველაფერი არ გამოსწორდება და შეიცვლება.“

 

ინაუგურაციის სასულიერო ნაწილის დამთავრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავმა მის მშობლიურ სოფელს (ცხუკეთი) გადაუფრინა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი იქ არ დამჯდარა, ასე რომ, იმერეთმა სულ რაღაც ხუთი თვის განმავლობაში ორჯერ, ორი სხვადასხვა პრეზიდენტის მასპინძლობა გასწია. რა თქმა უნდა, ეს ორი ვიზიტი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. შევარდნაძემ ქართველი ერი „დიდ დეპრესიამდე“ მიიყვანა, ხოლო საააკაშვილმა დეპრესია იმედით ჩაანაცვლა...

 

მაგდა ჩინიჯიშვილი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია