დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვა
რას ჰპირდება გარემოს დამცველი რეგიონებს?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/14 14:52:47

ააიპ საქართველოს გარემოს დამცველის ოფისის დირექტორი ვახტანგ ოქროპირიძე 13 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გარემოს დამცველი ჭიათურის გამგეობის ხელმძღვანელი პირების გარდა შეხვდა საჯარო სკოლების დირექტორებსა და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებს.

„ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ჭიათურაშია, მეტალური მტვრის გამო დაბინძურებულია ატმოსფერო, სასმელი წყალი, მდინარე ყვირილას ხეობა, მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედება,“ – აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ.

„მოკლე დროში ჭიათურაში დაიწყება წყლის დაბინძურების კერების შესწავლა, გვაქვს დაგეგმილი „ფირანას უფსკრულის“ გამოკვლევა. ველოდებით თსუ-ს ჯგუფს პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლის წყლის დაბინძურების მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებს,“ – აღნიშნა გამგებლის მოადგილემ, ვალერი კაპანაძემ.

საქართველოს გარემოს დამცველის ოფისის დირექტორმა საჯარო სკოლის დირექტორებს შესთავაზა თანამშრომლობა. მისი აზრით, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიძლება, მიიღონ მონაწილეობა იმ საგრანტო პროექტებში, რომელსაც გარემოს დამცველი ახორციელებს.

 დღეს, 14 ნოენბერს, ვახტანგ ოქროპირიძე ტყიბულში გამართავს შეხვედრებს.

გარემოს დამცველი ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობასთან აპირებს შეხვედრებს და ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის ურთიერთობებს დაამყარებს რეგიონებთან. სავარაუდოდ, მოკლე დროში მხარეებში გარემოს დამცველის ოფისებიც გაიხსნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია