დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო ინფორმაცია
„800 კაცი რომ ზის მერიაში, რომელიმემ მაინც ხომ უნდა იცოდეს წერა-კითხვა?“ – გოგი წულაია(ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/14 12:31:21

 საჯარო ინფორმაციის დამალვა – ეს არის თემა, რომელზეც პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.

 ქუთაისის მერია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დევნილთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციის დამალვის მცდელობაში და გულგრილობაში დაადანაშაულა.

პარტის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნულ უწყებებში მან რამდენჯერმე გააგზავნა წერილი ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არც ერთხელ მიუღია.

„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ ქუთაისის მერიას წერილობით, რომ მოეცა ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არც ერთხელ მიგვიღია. 800 კაცი რომ ზის მერიაში, რომელიმემ მაინც ხომ უნდა იცოდეს წერა-კითხვა, გვიპასუხოს, რა ეტაპზეა საქმე? მოვუწოდებ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს, დაავალოს თავის თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი და ინფორმაციის დამალვისათვის მერიას 100 ლარიანი ჯარიმა დავაკისროთ. არა მგონია, მერიას ჰქონდეს იმის უფლება, რომ ხალხის საკუთრება ასე ანიავოს“. - აცხადებს წულაია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია