დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სამტრედიელებს: "ვთხოვოთ მინისტრს და მთავრობას, რომ დაანებონ თავი სვანეთს!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/13 22:08:56

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სამტრედიელებს სვანეთის დასაცავად აქციის გამართვისაკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

 

 

„ის, რომ საქართველოსთვის აუცილებელია „ილიჩის ნათურა“ რაც შეიძლება კარგად ანათებდეს, ამაზე არავინ დავობს!! არც ისაა სადაო, ასაშენებელი რომ უნდა აშენდეს, მაგრამ ის, რაც სვანეთის გარშემო ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება! სვანეთი არის ერთადერთი კუთხე საქართველოში, რომელსაც თამამად შეიძლება უწოდო მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ეს მუზეუმი წყალს და მეწყერს ქართველმა კაცმა არ უნდა გაატანოს...

 

სამტრედიელებო, ჩემებო, მოგმართავთ ყველას!

 

ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი არჩევანია!! სამტრედიელი კაცია, სამტრედიის ჭაობიან მიწაზე ფეხადგმული. მას ჩვენსავით ტკივა სამტრედია, ჩვენსავით ახარებს სამტრედია და ჩვენს თქმულს უფრო უკეთ გაიგებს... ამიტომ ვუთხრათ კახა კალაძეს ის, რასაც სვანები მთიდან გადმოსძახიან მთელს საქართველოს, ვთქვათ სამტრედიელებმა ჩვენი სათქმელი ისე როგორც ამას ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ვამბობდით. მერე რა რომ კარგად ნაცნობი ბევრი „ძველი სახე“ ახლა კარგად ნაცნობი „ახალი სახეა“ და რატომღაც ძველებურად აღარ ყვირის ომახიანად სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თველო!!! ჩვენ დავიძახოთ ომახიანად: სა-ქარ-თვე-ლო და ვთქვათ რომ სვანეთი საქართველოს მუზეუმია, რომ არ შეიძლება სვანეთიც ისე ჩაიძიროს, როგორც თავის დროზე ჩაიძირეს ანანური...

 

სამტრედიელებო, ჩემებო! გამოდით და მოვაწყოთ აქცია!!

 

სამტრედიელებმა ვთხოვოთ მინისტრს და მთავრობას, რომ დაანებონ თავი სვანეთს? ერთად გადავარჩინოთ თავისუფლების სიმბოლო, ღია ცისქვეშეთიში ღვთითბოძებული მუზეუმი - სვანეთი!“

 


 

დარეჯან მეფარიშვილი

 


 

12 ნოემბერი 2013 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია