საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური გამოძიება
ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის გა­სა­ი­დუმ­ლოებული „ავ­ტო­სა­საფ­ლაო“(ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/13 16:18:54

რა­ტომ და­მა­ლა გი­გა შუ­შა­ნი­ამ ავ­ტო­ა­ვა­რი­ის ფაქ­ტი და რამ­დე­ნი ათა­სი ლა­რის ზი­ა­ნი მიაყენა ქუ­თა­ი­სის მე­რი­ას?

 

„მერ­სე­დეს ბენ­ცი“ E 240.  რუხი ფე­რის. 1998 წლის გა­მოშ­ვება. საწყისი ფა­სი 40 ათა­სი ლა­რი.

არ მუ­შაობს, ნა­ა­ვა­რიებ მდგო­მა­რეობაში­ა, ძრა­ვი „დას­ტუ­კუ­ლია“, და­ზი­ა­ნებულია ძა­რა და სხვა მრა­ვა­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, აღ­დგე­ნა ძვი­რად­ღი­რებულია – ეს იმ და­მო­უ­კი­დებელი აუ­დი­ტის დას­კვნა­ა, რო­მელ­მაც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში არ­სებული ავ­ტო­პარ­კის ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მება მე­რი­ის შესყიდ­ვების სამ­სახურის დაკ­ვე­თით აწარ­მო­ვა. მან­ქა­ნა კი, რო­მელ­ზეც აუ­დიტ­მა ეს დას­კვნა და­დო, მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სამ­სახურს ეკუთ­ვნის.

 

ტრან­სპორ­ტის სამ­სახურის სარ­გებლობაში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ცე­მუ­ლი ეს ძვი­რად­ღი­რებული ავ­ტო­მობილი ახლა გამ­სახურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­გან­გებო სი­ტუ­ა­ციების მარ­თვის სამ­სახურის ეზო­ში აყენია. მე­რი­ის დაქ­ვემ­დებარებაში არ­სებულ სამ­სახურ­ში, რო­მელ­საც არც სწრა­ფი რე­ა­გი­რების ბრი­გა­და ჰყავს და არც შე­საბამი­სი ტექ­ნი­კა გა­აჩ­ნი­ა, მე­რი­ის ბალან­სზე არ­სებულ, მწყობრი­დან გა­მო­სულ ნივ­თებს იცა­ვენ. გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თებისა და ავ­ტო­მობილების საწყობს გაძ­ლი­ე­რებული დაც­ვა ჰყავს. 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გეობის პი­რობებში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა   სპე­ცი­ა­ლუ­რი ნებარ­თვის გა­რე­შე შე­უძ­ლებელია.

 

გამ­სახურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე საწყობის არ­სებობის შე­სახებ ად­გი­ლობრივ­თა უმ­რავ­ლე­სობის­თვის ცნობილი არ არის. მა­თი დი­დი ნა­წი­ლი ად­გილ­ზე სა­გან­გებო სი­ტუ­ა­ციების მარ­თვის სამ­სახურის არ­სებობასაც კი  გა­მო­რიცხავს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 90-იან წლებში სამხედ­რო ნა­წი­ლი იყო, თუმ­ცა, არი­ან ისე­თებიც, ვინც ადას­ტუ­რებს, რომ არა­ერთხელ უნახავთ, გვი­ან ღა­მით რო­გორ მიჰქონ­დათ დამ­ტვრე­უ­ლი ავ­ტო­მობილები სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის დახმა­რებით. 

 

და­უ­დას­ტუ­რებელი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ ეზო­ში დგას E კლა­სის „მერ­სე­დეს ბენ­ცი“, რო­მე­ლიც  იმ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის  ერ­თა­დერ­თი მტკი­ცებულებაა, რომ­ლის ერთ-ერთ ავ­ტო­რად იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი გი­გა შუ­შა­ნია მო­ი­აზ­რება.

 

საქ­მე, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე არ გახმა­უ­რებულა, რი­კო­თის უღელ­ტეხილ­ზე 2011 წელს მომხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვე­ვას უკავ­შირ­დება.

 

2011 წელს იმე­რე­თის მა­შინ­დე­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რის, გი­გა შუ­შა­ნი­ას პი­რა­დი  და­ვა­ლებით, ტრან­სპორ­ტის სამ­სახური­დან გა­მოთხოვი­ლი ავ­ტო­მობილი თბილი­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ავა­რი­ა­ში მოხვდა. ავ­ტო­მობილს მძღო­ლი ვინ­მე ბად­რი მარ­თავ­და, რო­მელ­მაც მომხდა­რის შე­სახებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას არ შე­ატყობინა. იმე­რე­თის მხარის მა­შინ­დელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა კი, თა­ვის მხრივ, მე­რი­ის ბალან­სზე არ­სებული ქო­ნების და­ზი­ა­ნების შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას და­უ­მა­ლა, თუმ­ცა, ცხადი­ა, რომ მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების­თვის ძვი­რად­ღი­რებული ქო­ნების და­ზი­ა­ნების ფაქ­ტი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩებოდა. მიუხედა­ვად ამი­სა, ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობას მომხდარ­ზე რე­ა­გი­რება არ მოუხდე­ნია.

 

შე­საბამი­სად, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში არ არ­სებობს არც ერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რაც და­ა­დას­ტუ­რებს მე­რი­ის ავ­ტო­პარ­კის შემ­ცი­რების ან ფი­ნა­ნა­სუ­რი ზა­რა­ლის მიყენების ფაქტს. 

 

კა­ნო­ნის თა­ნახმად, მსგავს შემთხვე­ვა­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ფაქ­ტის შეტყობინება უნ­და მოხდეს შე­საბამი­სი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოების­თვის, ქა­ლა­ქის მერ­მა კი პი­რა­დი ბრძა­ნების სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და მო­ითხოვოს და­ზი­ა­ნებული ავ­ტო­მობილის შე­მოწ­მება და მიყენებული ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის სახით გა­დახდა და­ა­კის­როს ავ­ტო­მობილის მძღოლს.

 

ნაც­ვლად ამი­სა, ავ­ტო­მობილის და­ზი­ა­ნების­თვის პა­სუხის­მგებლობა არა­ვის და­კის­რებია. პი­რი­ქით, მომხდა­რი არ გახმა­ურ­და და 40 ათას ლა­რი­ა­ნი ავ­ტო­მობილი უბრა­ლოდ ჩა­მო­წე­რეს.

 

თა­ვად ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი გი­გა შუ­შა­ნია გა­ზეთ „პოს­ტსკრიპ­ტუმ­თან“ საუბარ­ში მსგავ­სი ფაქ­ტის არ­სებობას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხავს.

 

„არა. ნამ­დვი­ლად არ ყოფი­ლა ასე­თი რამ. ჩე­მი მძღო­ლი ყოველ­თვის ჩემ მან­ქა­ნას მარ­თავ­და. ყოველ შემთხვე­ვა­ში, მე ასე ვი­ცი.  ჯერ ერ­თი, ავა­რია თუ მოხდა, რა­მე ხომ უნ­და და­მარ­თო­და მძღოლს და ჩემ­თვის ხომ უნ­და ეც­ნობებინათ? მსგავ­სი რამ ნამ­დვი­ლად არ მომხდა­რა. ჩემ­თვის ეს თე­მა სა­ერ­თოდ უც­ნობია,“ - ამბობს გი­გა შუ­შა­ნი­ა, რო­მე­ლიც ამჟამად „დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლების ცენ­ტრის“ გამ­გეობის წევ­რია.

 

 

ავ­ტო­სა­საფ­ლაო გამ­სახურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე

 

გარ­და ნა­ა­ვა­რიები „მერ­სე­დეს ბენ­ცი­სა“, სა­გან­გებო სი­ტუ­ა­ციების მარ­თვის სამ­სახურის ეზო­ში არ­სებულ „ავ­ტო­სა­საფ­ლა­ო­ზე“ აუ­დი­ტის მი­ერ შე­მოწ­მებული კი­დევ სა­მი ავ­ტო­მობილია. მათ­გან ორის და­ზი­ა­ნების­თვის მძღო­ლებმა ერთ შემთხვე­ვა­ში 7, ხოლო მე­ო­რე შემთხვე­ვა­ში 10 ათა­სი ლა­რი კომ­პენ­სა­ცი­ის სახით გა­დაიხადეს, თუმ­ცა ავ­ტო­მობილების აღ­დგე­ნა არ მომხდა­რა. კი­დევ ერ­თი ავ­ტო­მობილი, რუხი ფე­რის „რე­ნო“ კი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, აღ­დგე­ნას არ ექ­ვემ­დებარება.

 

ეზო­ში ასე­ვე დგას მწყობრი­დან გა­მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე  ავ­ტობუსი, მიკ­რო­ავ­ტობუსი და სახან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურის მან­ქა­ნა.  ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის „ავ­ტო­სა­საფ­ლაო“, სა­ერ­თო ჯამ­ში, ათე­უ­ლობით უფუნ­ქციო ავ­ტო­მობილს ით­ვლის.

 

 

მე­რი­ის­თვის მიყენებული 114 ათას ლა­რი­ა­ნი ზა­რა­ლი

 

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან არ­სებული აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნობის საბჭომ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ბალან­სზე არ­სებული 35 ავ­ტო­მობილი მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში შე­ა­მოწ­მა. დას­კვნის მიხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა 1991-2000 წლებში გა­მოშ­ვებულ 18,  ხოლო 2000-დან  2008 წლის ჩათ­ვლით გა­მოშ­ვებულ 17 ავ­ტო­მობილს ფლობს. მათ­გან 4 გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. გარ­და E კლა­სის „მერ­სე­დეს ბენ­ცი­სა“. სხვა­დასხვა და­ზი­ა­ნებები დღემ­დე და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რებაში აქვს მი­ღებული 18, 25 და 48 ათას ლა­რი­ან იმ სამ ავ­ტო­მობილს, რომ­ლებიც  ასე­ვე უფუნ­ქცი­ოა.

 

მარ­ტი­ვი და­ან­გა­რი­შებით გა­მო­დის, რომ 4 ავ­ტო­მობილის და­ზი­ა­ნების გა­მო, მე­რი­ას 131 ათას ლა­რი­ა­ნი ზა­რა­ლი მი­ად­გა, აქე­დან  17 ათა­სი ლა­რი ორ­მა მძღოლ­მა გა­დაიხადა. დარ­ჩე­ნი­ლი 114 ათა­სი ლა­რი კი,  ჯერჯერობით, აუ­ნაზ­ღა­უ­რებელია. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია