საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„გო­ჩა-ნოს­ტრას“ წი­ლები და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გებები ქუ­თა­ის­ში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/13 16:14:20

შე­ას­რუ­ლებს თუ არა და­ნა­პი­რებს გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და და­ა­რი­გებს თუ არა კუთ­ვნილ ქო­ნებას?

 

რატომ უკავშირებენ „იბერიის ვარსკვლავის“ ახალ ბაზრობას ისევ გოჩა თევდორაძის სახელს„

 

 

ბიზ­ნესწი­ლები და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გებები - ეს არის თე­მა, რის გა­მოც იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რები გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და გი­გა შუ­შა­ნია გა­სულ კვრა­ში  ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ვი­თა­რება მას შემ­დეგ კი­დევ უფ­რო და­ი­ძაბა, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქუ­თა­ის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, უნი­ვერ­მა­ღის გვერ­დით მდებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რეების­თვის ახალი ბაზ­რობა კეთ­დებაო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია შპს „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის“ მფლობელს, და­ვით კოს­ტა­ვას ეკუთ­ვნის. სა­ზო­გა­დოებისათ­ვის ცნობილი­ა, რომ  „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის“ 25%, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ხვი­ჩა ღონ­ღა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რის გო­ჩა თევ­დო­რა­ძის ცო­ლის­ძმა­ა, თუმ­ცა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, რო­გორც ამბობენ, წი­ლის რე­ა­ლუ­რი მფლობელი გო­ჩა თევ­დო­რა­ძეა.

 

იმ სა­კითხზე, აქვს თუ არა წი­ლი გო­ჩა თევ­დო­რა­ძეს უნი­ვერ­მა­ღის გვერ­დით მდებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ამჟამად გა­რე­მო­ვაჭ­რეები სხედან, „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის“ მფლობელს, და­ვით კოს­ტა­ვას ტე­ლე­ფო­ნით ვე­საუბრეთ.

 

 

- ბატო­ნო და­ვით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ერთ-ერ­თი მე­წი­ლე გო­ჩა თევ­დო­რა­ძე­ა, შე­ე­საბამება თუ არა ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს?

 

ვინ არის გო­ჩა თევ­დო­რა­ძე? ის ჩე­მი მე­გობარი­ა, მაგ­რამ წილ­ში რა­ტომ უნ­და მყავ­დეს? სა­ერ­თოდ, ვერ ვი­ტან მე­წი­ლეებს, არ მიყვარს ფუ­ლის გაყოფა.

 

- თუმ­ცა, შპს „იბერი­ის ვარ­სკვლავ­ში“ თქვენ გყავთ 25%-ია­ნი მე­წი­ლე ხვი­ჩა ღონ­ღა­ძე, რო­მე­ლიც გო­ჩა თევ­დო­რა­ძის ცო­ლის­ძმაა.

 

კი მყავს, მე­რე რა?

 

- არა­ფე­რი, თქვენ ამბობთ, რომ მეწი­ლ­ეები არ გიყვართ.

 

არ მჭირ­დება მე­წი­ლეები, ეს ტე­რი­ტო­რია არის ჩე­მი, მხოლოდ ჩე­მი სა­კუთ­რება. და­ვით კოს­ტა­ვას და მი­სი ოჯახის სა­კუთ­რება.

 

ამჯერად მე­რი­ის და უშუ­ა­ლოდ კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის თხოვ­ნით, ეს ადა­მი­ა­ნები (საუბარია გა­რე­მო­ვაჭ­რეებზე) გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით უსასყიდ­ლოდ შე­ვუშ­ვი იქ. გა­ზაფხული­დან კი ამ ტე­რი­ტი­რი­ა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის განხორ­ცი­ე­ლებას ვგეგ­მავ. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი აშენ­დება, ფუნ­და­მენ­ტი წლების წინ ჩაიყარა, მაგ­რამ ლა­შა მა­ქა­ცა­რი­ამ და მის­მა მე­გობრებმა მი­წით ამო­ავ­სეს.

 

 

***

და­ვით  კოს­ტა­ვას ნათ­ქვამს, რომ  თა­ვის სა­კუთ­რებაში არ­სებულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რეები მე­რი­ის თხოვ­ნით შე­უშ­ვა, სიც­რუ­ეს უწო­დებს მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლის მო­ად­გი­ლე ბაკურ ხურ­ცი­ძე.

 

 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზე­დამხედ­ვე­ლობის  სამ­სახურის განყოფი­ლების უფ­რო­სის, მუ­რად იობიძის განცხადებით კი, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ აქვს. იობიძე ადას­ტუ­რებს, რომ სას­კო­ლო ბაზ­რობას­თან და­კავ­ში­რებით გა­რე­მო­ვაჭ­რეების შეშ­ვება მე­რი­ის თხოვ­ნით მოხდა, თუმ­ცა, მათ მო­ლა­პა­რა­კება უნი­ვერ­მა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლობას­თან ჰქონ­დათ.

 

„კოს­ტავს და უნი­ვერ­მა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლობას რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ, ჩვენ მო­ლა­პა­რა­კებას უნი­ვერ­მა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლობას­თან ვა­წარ­მოებდით, თუმ­ცა არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით ტე­რი­ტო­რია კოს­ტა­ვას სა­კუთ­რებაა. ზუს­ტად არ ვი­ცი, მგო­ნი თვი­თო­ნაც არ იცი­ან, რა ხდება. რაც შეეხება ამჯერად გა­რე­მო­ვაჭ­რეების­თვის ტე­რი­ტო­რი­ის დათ­მობას და ბაზ­რის გახსნას არ ვე­თანხმებით, რად­გან ქა­ლა­ქის იერ­სახეს ამახინჯებს. კოს­ტა­ვა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნობის აგებას გეგ­მავდა, ფუნ­და­მენ­ტი გაჭ­რი­ლი იყო, მე­რე მი­ა­ტო­ვეს და ორი კვი­რის მან­ძილ­ზე მი­წით ძლივს ამო­ვავ­სეთ. ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რება და კოს­ტა­ვამ გა­რე­მო­ვაჭ­რეები სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით შე­უშ­ვა, რა­შიც, ალბათ, გარ­კვე­ულ თანხასაც იღებს. მე­რია გა­რე­მო­ვაჭ­რეებს რკი­ნიგ­ზის მე­ო­რე სად­გურ­თან სთა­ვა­ზობდა ტე­რი­ტო­რი­ას, დღი­უ­რად სა­მი ლა­რის სა­ფა­სუ­რად, რა­ზე­დაც თა­ნახმა იყვნენ, მაგ­რამ მათ უა­რის მო­ტი­ვად ტე­რი­ტო­რი­ის გზი­დან  მო­შო­რება მო­ი­მი­ზე­ზეს,“ აღ­ნიშ­ნა მუ­რად იობიძემ.

 

იმ ფაქტს, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვაჭ­როდ და­ვით კოს­ტა­ვას ნებარ­თვით შე­ვიდ­ნენ, ადას­ტუ­რებენ თა­ვად გა­რე­მო­ვაჭ­რეებიც. მა­თი განცხადებით, მათ ბაზ­რობაზე და­წე­სებული მა­ღა­ლი გა­და­სახადის გა­დახდა არ შე­ეძ­ლოთ, რის გა­მოც კოს­ტა­ვას მი­მარ­თეს თხოვ­ნით  მან კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაჭ­რობის ნება დარ­თო.

 

„გოჩა-ნოსტრადან“ „გოჩა-აია“-მდე!

 

„პატ­რი­ოტ­თა ალიან­სის“იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­სულ კვი­რა­ში მე­რი­ის წინ აქ­ციები გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეების განცხადებით, ქუ­თა­ისს ჯერ კი­დევ გო­ჩა თევ­დო­რა­ძე მარ­თავს, რო­მე­ლიც დაუყოვ­ნებლივ უნ­და მოს­ცილ­დეს ქა­ლაქს. მას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეებმა „გო­ჩანოს­ტრა“ უწო­დეს, ხოლო ყოფილ­მა ვი­ცე-­გუბერ­ნა­ტორ­მა შუ­შა­ნი­ამ ისიც კი გა­ნაცხადა, რომ ქუ­თა­ისს „გოჩ-აია“ უნ­და ეწო­დო­სო.

გი­გა შუ­შა­ნი­ას ბრალ­დებების კას­კა­დი ასე­თია: „ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რებით კონ­ფლიქ­ტი მქონ­და გო­ჩა თევ­დო­რა­ძეს­თან. 2007 წელს, რო­დე­საც სა­მი კვი­რით ვიყავი მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლის თა­ნამ­დებობაზე, ჩემ­თან შე­მო­ვი­და განცხადება, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე არ­სებული მი­წის ფარ­თი ყოველ­გვა­რი აუქ­ცი­ო­ნის გა­რე­შე, პირ­და­პი­რი მიყიდ­ვის გზით უნ­და გა­დას­ცე­მო­და შპს „იბერი­ის ვარ­სკვლავს“, მე ჩავ­თვა­ლე, რომ ეს იყო კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გება და ამ განცხადებას შე­საბამი­სი რე­ზო­ლუ­ცია და­ვა­დე. 2011 წლის ნო­ემბერ­ში კი ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ას ხელ­მო­წე­რით ტე­რი­ტო­რია და­ვით კოს­ტავს გა­და­ე­ცა. თა­ვის დრო­ზე მოხდა უკა­ნო­ნოდ გა­ცე­მა, რად­გან ტე­რი­ტო­რია თით­ქმის 71 ლა­რად მიეყიდა „იბერი­ის ვარ­სკვლავს“, რომ­ლის 25%-ია­ნი წი­ლის მფლობელი გო­ჩა თევ­დო­რა­ძეა, თუმ­ცა, ეს წი­ლი ცო­ლის­ძმის სახელ­ზე აქვს გა­და­ფორ­მებული. ამ გა­რი­გებით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქა­ლა­ქის ბიუჯეტი და­ზა­რალ­და, რად­გან ტე­რი­ტო­რი­ის კა­ნო­ნი­ე­რად გასხვი­სების შემთხვე­ვა­ში, ბიუჯეტ­ში მი­ნი­მუმ მი­ლი­ო­ნი ლა­რი უნ­და შე­სუ­ლიყო. საქ­მე ისაა, რომ გო­ჩა თევ­დო­რა­ძე ჩა­მოყალიბდა ტი­პ­ურ მა­ფი­ო­ზად, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დოებას და­ა­ნახოს, ვი­თომ­და სხვებიც არ არი­ან  მას­ზე უკე­თე­სები.“

 

თევ­დო­რა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარყოფს რო­გორც შუ­შა­ნი­ას, ისე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ყვე­ლა ბრალ­დებას და ხალხს იქით ეკითხება: „უმუ­შე­ვა­რი კა­ცი ქა­ლაქს რო­გორ უნ­და ვმარ­თავ­დე?“

 

გო­ჩა თევ­დო­რა­ძის განცხადებით, აქ­ცია ათი­ო­დე მო­ქა­ლა­ქემ გა­მარ­თა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც ქუ­თა­ი­სის აწ უკ­ვე ყოფი­ლი მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლის, კო­ტე ლო­მი­ძის ცო­ლის ნა­თე­სა­ვი, სულხან ქობულა­ძე­ა, რის გა­მოც აქ­ცი­აც პი­რად მიზ­ნებს ემ­სახურებოდა. შე­გახსე­ნებთ, რომ სწო­რედ ამ დღეს ქა­ლა­ქის „თა­ვის“ პოს­ტზე ლო­მი­ძე „პატ­რი­ოტ­თა“ მი­ერ ვი­ცე-მე­რად და­ნიშ­ნულ­მა გია შა­რაბიძემ შეც­ვა­ლა.

 

 

იპო­ვეთ ჩე­მი ქო­ნება და გა­ჩუ­ქებთ!

 

 თევ­დო­რა­ძე ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარყოფს მას­ზე გავ­რცე­ლებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „იბერი­ის ვარ­სკვლავ­ში“ წი­ლის და, სა­ერ­თოდ, რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნების ფლობის შე­სახებ.  ყოფილ­მა ვი­ცე-გუბერ­ნა­ტორ­მა საჯაროდ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ­კი  ქუ­თა­ის­სა და თბილის­ში მის სახელ­ზე გა­ფორ­მებულ ქო­ნებას აღ­მო­ა­ჩე­ნენ, დაუყოვ­ნებლივ გა­ასხვი­სებს. მი­სი­ვე განცხადებით,  გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, რა­ტომ არ პა­ტიობენ იმ ფაქტს, რომ 46 კვ.მ ფარ­თობის სახლს ფლობს და რომ მის დას პა­სე­ლოკ­ში ბინა აქვს.

 

„არა­ნა­ირ წილს არ ვფლობ, არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემ­ზე დაბოღ­მი­ლი გი­გა შუ­შა­ნია ავ­რცე­ლებს, ალბათ იმის გა­მო, რომ კარ­გად  იცის, მის­თვის დი­დი საქ­მე მაქვს გა­კე­თებული, კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებზე ახლა არ ვი­საუბრებ. სა­ერ­თოდ რომ არ­სებობს და ოჯახის რჩე­ნა შე­უძ­ლი­ა  ჩე­მი მად­ლობელი უნ­და იყოს. რაც შეეხება ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე არ­სებულ ტე­რი­ტო­რი­ას, ეს ტე­რი­ტო­რი­ა „იბერი­ის ვარ­სკვლავს“ ახლა არ გა­და­ცე­მია, მას 7 წლის მან­ძილ­ზე იჯარით ფლობდა, მაგ­რამ გი­გა შუ­შა­ნი­ამ და ლა­შა მა­ქა­ცა­რი­ამ, რომ­ლებიც ამ ად­გი­ლით თა­ვად იყვნენ და­ინ­ტე­რე­სებულ­ნი, 2010 წელს უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვეს და­ვით კოს­ტა­ვას. ეს ტე­რი­ტო­რი­ა და მის მო­პირ­და­პი­რე მხარეს შე­ნობა, რო­მე­ლიც  სა­ვაჭ­რო ცენტრ grand mall-ის გვერ­დით მდებარეობს, „იბერი­ის ვარ­სკვლავ­მა“ სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვეობით დაიბრუ­ნა (თევ­დო­რა­ძის განცხადებით, grand mall-ში წილს გი­გა შუ­შა­ნია ფლობდა), ხოლო უნი­ვერ­მა­ღის გვერ­დით მდებარე ტე­რი­ტო­რია კი და­ვით კოს­ტა­ვას „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის“  75% წი­ლის მფლობელს, იძუ­ლებით და­ათ­მობინეს. შე­ნობა მხოლოდ 2012 წლის არ­ჩევ­ნების შემ­დეგ დაიბრუ­ნა. გი­გა შუ­შა­ნი­ას მო­რა­ლუ­რი უფ­ლება არ აქვს, სხვის ქო­ნებაზე ილა­პა­რა­კოს, რად­გან გი­გა შუ­შა­ნი­ამ და ლა­შა მა­ქა­ცა­რი­ამ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვადმყოფო, რო­მე­ლიც მი­სი სი­დედ­რის სახელ­ზეა გა­ფორ­მებული, ერთ ლა­რად მი­ი­ღეს,“ - აღ­ნიშ­ნა გო­ჩა თევ­დო­რა­ძემ, რო­მელ­მაც გი­გა შუ­შა­ნი­ას კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გებებით და „ატ­კა­ტებით“ სახლში გა­კე­თებული რე­მონ­ტი შეახსე­ნა.


„შუ­შა­ნი­ამ თა­ვის ქმე­დებებზე და ქო­ნებაზე ისაუბროს, იმა­ზეც, თუ რა გზით აკე­თებდა სახლში რე­მონტს? რაც შეეხება ჩემს ქო­ნებას, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დება. ქუ­თა­ის­სა და თბილის­ში ნამ­დვი­ლად არ მაქვს ბიზ­ნეს­წი­ლები, მაგ­რამ, თუ­კი ვინ­მე რა­მეს აღ­მო­ა­ჩენს ჩემს სახელ­ზე გა­ფორ­მებულს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­ჩუ­ქებ, ოღონდ სხვებზე და არა შუ­შა­ნი­ა­ზე, რად­გან ის არა­ფერს იმ­სახურებს,“ - აცხადებს თევ­დო­რა­ძე.

 

 

 გოჩ-აი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქო­ნება ნა­პოვ­ნია! შე­ას­რუ­ლებს თუ არა სიტყვას თევ­დო­რაძე?

 

მიუხედა­ვად თევ­დო­რა­ძის განცხა-დებისა, რომ ის არა­ნა­ირ უძ­რავ ქო­ნებას არ ფლობს, გთა­ვა­ზობთ საჯარო რე­ეს­ტრი­დან ამო­ნა­წერ არას­რულ ჩა­მო­ნათ­ვალს იმ უძ­რა­ვი ქო­ნებებისას, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გო­ჩა თევ­დო­რა­ძის სახელ­ზეა გა­ფორ­მებული:

 

1. ქ. ქუ­თა­ი­სი, ავ­ტომ­შე­ნებლის ქუ­ჩა 6, 41.51 კვ.მ არა­საცხოვ­რებელი  ფარ­თი, რო­მელ­საც თევ­დო­რა­ძე საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რეს­თან თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ფლობს.

 

2. ქ. ქუ­თა­ი­სი, ვარ­ლა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა 1, 43კვ.მ ფარ­თობი,

 

3. ქ. ქუ­თა­ი­სი ავ­ტო­სად­გუ­რის 2-ის და ყოფი­ლი პო­ლი­ცი­ის შე­ნობას შო­რის არ­სებული ნაკ­ვე­თი 78. კვ.მ,

 

4. ქ. ქუ­თა­ი­სის ირ. აბაში­ძის გამ­ზი­რის 17, 1070,00 კვ.მ  ფარ­თობი.

 

5. ქ. თბილი­სი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი კვრა­ტა­ლი 2, კორ­პუ­სი 16, ჯამ­ში 129. 63კვ.მ ფარ­თობი.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა შე­ას­რუ­ლებს თუ არა საჯაროდ და­დებულ პი­რობას გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და გა­ა­ჩუ­ქებს თუ არა მის სახელ­ზე და­რე­გის­ტრი­რებულ ქო­ნებებს?

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია