დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის მოთხოვნა 163-მა აპლიკანტმა დააკმაყოფილა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/13 13:19:52

ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც კონკურსანტთა დოკუმენტების დახარისხებას ითვალისწინებდა დასრულდა. ვაკანტურ 45 ადგილზე ჯამში 1173 განაცხადი იყო შესული. კომისიის მოთხოვნა მხოლოდ 163-მა აპლიკანტმა დააკმაყოფილა.

კონკურსის მონაწილეებს კომისიის გადაწყვეტილებები უკვე გადაეგზავნათ, მათ გადაწყვეტილების 3 დღის განმავლობაში გასაჩივრების უფლება აქვთ. ამ დროისთვის კომისიის სახელზე საჩივარი არ შესულა.

ორშაბათიდან საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისია შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრებას დაიწყებს.  გასაუბრების პროცესზე ვიდეო გადაღების და მედიის დასწრება კონკურსანტის მოთხოვნის შემთხვეაში იქნება ნებადართული. საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებთ, კანონით ვიდეო გადაღება აუცილებელი არ არის.

 

მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი 20 აგვისტოს დაიწყო, მსურველებს განაცხადების შეტანა 5 სექტემბრამდე შეეძლოთ. კონკურსის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე დაინიშნენ ქუთაისის ვიცე-მერები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია