დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
რატომ დარჩა ჭიათურა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გარეშე?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/12 22:02:03

ჭიათურაში დაანონსებული აქცია, ქალაქის თვითმმართველი სტატუსის მოთხოვნით, არ მოეწყო. თვითმმართველობის ახალი კოდექსით, ჭიათურას, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ ეკუთვნის. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსისთვის 15000 მაცხოვრებელია საჭირო. ბოლო ღწერის მიხედვით კი ჭიათურაში უფრო ნაკლები მცხოვრებია.

 

სავარაუდოდ, ორგანიზატორების სისუსტის გარდა, აქცია ჩაშალა მაჟორიტარი დეპუტატის დაპირებამ, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონში შევა სპეციალური მუხლი, რომელიც გაითვალისწინებს იმდაგვარი ქალაქების შესახებ გამონაკლისის დაშვებას, როგორიცაა ჭიათურა, ზესტაფონი და ბორჯომი.

 

ცნობისათვის: ჭიათურას ქალაქის სტატუსი 1921 წლიდან აქვს.


ასევე არ განხორციელდა ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საწინააღმდეგო აქცია, რომელზეც წერდა ქართული ელექტრონული მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი. პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც პროგნოზირებდნენ აქციას, ჭიათურაში საორგანიზაციო კომიტეტი ვერ შექმნეს.

 

,,ელოიზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაკა კვარაცხელიამ, განაცხადა, რომ მაღაროებში მუშაობა ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს და გაფიცვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია