დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ირაკლი მელაშვილმა ქუთაისში განვითარებული მოვლენები ზუსტად შეაფასა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/11 16:52:17

რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქუთაისთან დაკავშირებით რეგიონებში პრემიერის მრჩევლის ირაკლი მელაშვილის განცხადება შეაფასეს. ორგანიზაციების წამომადგენელთა განცხადებით ირაკლი მელაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ქუთაისიის მერიაში განვითარებული მოვლენები ზუსტად შეაფასა. მათივე თქმით, კარგი იქნება თუკი ცენტრალური ხელისუფლება მიიღებს მათ შემოთავაზებას და ქუთაისის განვითარების პროექტებზე ერთად იმსჯელებენ.

„ჩვენი სურვილია ცენტრალურ ხელისუფლებას შევთავაზოთ ჩვენეული ხედვა ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით და გავაცნოთ ჩვენი პროექტები. იმედია ჩვენს წინადადებაზე მივიღებთ თანხმობას, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ დროისთვის ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ზუსტი შეფასება მისცა“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორმა სულხან ქობულაძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მათ შეთავაზებას მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია