დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/11 16:16:31

„არავის ხელის ბიჭობას არ ვაპირებ და ვერც ვერავინ შემომთავაზებს," – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია შარაბიძემ „ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდების პასუხად.

დღეს მერიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შარაბიძემ მანანა მიქაძის იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გაი შარაბიძე ადგილობრივ თვითმმართველობაში "ხელის ბიჭის" როლს არსულებს და რომ იგი იძულებეულია მისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს.

შარაბიძის თქმით, არც ერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და თუ ვინმეს მის წინააღმდეგ რამე ფაქტი აქვს, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

მანანა მიქაძე  შარაბიძეს  ასევე წარსულში ჩადენილი დანაშაულის სააშკაროზე გამოტანით დაემუქრა.

გია შარაბიძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 4 ნოემბერს დაინიშნა. იგი პოსტზე 20 ნოემბრამდე დარჩება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია