საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობა დღეს
როგორ გამოიყურება დღეს ბაგრატის ტაძარი (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/11 13:52:25

ბაგრატის ტაძარი  ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“,  ბაგრატ მესამის მეფობის დროს,  X-XI საუკუნების მიჯნაზე არის აგებული.

ტაძარი „იუნესკოს“ მსოფლიო  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, გელათის მონასტერთან ერთად, 1994 წელს შეიტანეს.

 

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო.

 

რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რეკონსტრუქციის პროცესი მაინც გაგრძელდა.   2010 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიტანა.  კომიტეტის დასკვნით,  ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო  შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა.  

ტაძარის აღდგენის დროს გამოიყენეს ლითონის კონსტრუქცია. პროექტის მიხედვით ტაძრის გარე ფასადზე მოხდა ლიფტის მიშენება, რამაც  საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია