საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2005 წელი, 17-23 იანვარი, №3 (307)
ნინო ანანიაშვილი: „ქუთაისელებმა ქორწილი გადამიხადეს“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/11 12:26:44

ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი - ფარ­ფა­ტა ბალე­რი­ნა ბავ­შვუ­რი ღი­მი­ლით. სცე­ნა­ზე იგი ემო­ციებით დატ­ვირ­თუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, კუ­ლი­სებს მიღ­მა კი - სა­კუ­თარ შე­საძ ლებლობებთან მებრძო­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

 

„ბებია­ჩემ­მა ერთხელ მითხრა - რომ მცოდ­ნო­და, ასე­თი მძი­მე იყო ბალე­რი­ნას პრო­ფე­სია, მა­შინ­ვე და­გა­ნებებინებდი თავ­სო...“

 

პა­ტა­რა ნი­ნოს სუს­ტი ჯან­მრთე­ლობა ჰქონ­და და მი­სი სხეუ­ლის გა­სა­კაჟებლად მშობლებმა ყინულ­ზე სრი­ა­ლი აირ­ჩი­ეს. 6 წლის ნი­ნიკო უკ­ვე სახელო­ვა­ნი მო­ცი­გუ­რა­ვე იყო. 10 წლი­სამ კი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა მო­ცი­გუ­რა­ვე­თა ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მი­ი­ღო. მა­ლე ცი­გუ­რები პუ­ან­ტებმა შეც­ვა­ლეს და, თა­მარ ვიხოდ­ცე­ვა­სა და ვახტანგ ჭაბუკი­ა­ნის რჩე­ვით, 13 წლის ნი­ნო მოს­კო­ვის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ინ­სტი­ტუტს მი­ად­გა. იმ დღი­დან და­იწყო ის, რა­ზეც შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო ალა­პა­რაკ­და.

 

ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი დღეს ჩვე­ნი გა­ზე­თის სტუ­მა­რია. მი­სი შრო­მის­მოყვა­რეობა, ნი­ჭი, გულ­წრფე­ლობა და სი­ნა­ზე კი - თქვე­ნი საახალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი. ჩვენ ვი­საუბრებთ ცო­ტას ახალ წელ­ზე, ცო­ტას წარ­სულ­ზე, ცო­ტას აწმყოზე, ცო­ტას მო­მა­ვალ­ზე და, რა თქმა უნ­და, ბალეტ­ზე...

 

 

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შეხვედ­რიხართ ახალ წელს?

 

- სა­მი-ოთხი წლის წინ შევხვდი ახალ წელს თბილის­ში. 2000 წელს მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში შევხვდით. მა­შინ თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ალექ­სეი ფა­დე­ვი­ჩი. მო­ვაწყვეთ დი­დი ბალ-მას­კა­რა­დი. დარბაზ­ში, სკა­მების მა­გივ­რად, მა­გი­დები იდ­გა. პა­ტა­რა კონ­ცერ­ტიც მო­ვაწყვეთ, რო­მელ­შიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც ვმო­ნა­წი­ლეობდი. ძა­ლი­ან ამაღ­ლებული განწყობა იყო. ახალ წელს იქ შევხვდით. შემ­დეგ სახლებში წა­ვე­დით. შარ­შან ფი­ნეთ­ში შევხვდით ახალ წელს, და­მა­მახსოვ­რდა იმით, რომ, ჯერ ერ­თი, პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი თხილა­მუ­რებზე და დი­დი სი­ა­მოვ­ნება მი­ვი­ღე, და მე­ო­რე იმით, რომ იმ­დე­ნად ვიყავით გა­ოგ­ნებული თხილა­მუ­რებისა და ჟანგბადი­სა­გან, რომ ვერ გავ­ძე­ლით 12 სა­ა­თამ­დე და გა­დავწყვი­ტეთ, დაგ­ვე­ძი­ნა და 12 სა­ა­თის­თვის ავ­მდგა­რიყავით. მარ­თლაც, შევხვდით ახალ წელს, შამ­პა­ნუ­რებით მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს და 15 წუთ­ში ისევ და­ვი­ძი­ნეთ, რომ მე­ო­რე დღეს ისევ გვეს­რი­ა­ლა თხილა­მუ­რებით, ირ­მებისა და ძაღ­ლების მარხილით, ჩემს ცხოვ­რებაში ეს იყო ყვე­ლა­ზე მოკ­ლე შეხვედ­რა ახალ წელ­თან.

 

- ბავ­შვობის სურ­ვი­ლები აგ­სრუ­ლებიათ?

 

- ბავ­შვობაში მქონ­და რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა სურ­ვი­ლები.  ზო­გი მის­რულ­დებოდა, ზო­გი - არა, მაგ­რამ ახლა ვერ ვიხსე­ნებ, ბავშვს, ამ მხრივ, ალბათ, მოკ­ლე მახსოვ­რობა აქვს - სურ­ვი­ლი რომ აუს­რულ­დება, შემ­დეგ ავიწყდება.

 

 

-ი­ნო ანა­ნი­აშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი პარ­ტია იცეკ­ვა „გე­დების ტბაში“ (გერ­მა­ნია, 1982);

 

- ანა­ნი­აშ­ვი­ლი და ლი­ე­პა იყვნენ პირ­ვე­ლი საბჭო­თა მო­ცეკ­ვა­ვეები, რო­მელ­თაც ნიუ-იორ­კმა უმას­პინ­ძლა;

 

- მოს­კო­ვის დი­დი თე­ატ­რის პრი­მა-ბალე­რი­ნას გარ­და, ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი არის და­ნი­ის სა­მე­ფო თე­ატ­რის, გა­ერ­თი­ა­ნებული სა­მე­ფოს თე­ატ­რის, ნორ­ვე­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბალე­ტის, შვე­დე­თის სა­მე­ფო თე­ატ­რის, ფი­ნე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, ბირ­მინ­გე­მის, ბოს­ტო­ნის, ჰიუს­ტო­ნის, ტო­კი­ოს თე­ატ­რების მთა­ვა­რი ბალე­რი­ნა...

 

- იგი გას­ტრო­ლებს მარ­თავს თა­ვის დას­თან „ანა­ნი­აშ­ვი­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვები“ ერ­თად;

 

- 1991 - ჯილ­დო „ტრი­უმ­ფი“ (რუ­სე­თი; ამ ჯილ­დო­თი პირ­ვე­ლად დაჯილ­დოვ­და მო­ცეკ­ვა­ვე);

1993 - შო­თა რუს­თა­ვე­ლის სახელობის ჯილ­დო;

 

- 2000 „წლის ქა­ლი“ (სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიოგ­რა­ფი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი);

 

- 2001 - მე­სა­მე ხარისხის ღირ­სების ორ­დე­ნი (რუ­სე­თი);

 

- 2002 - ჟურ­ნალ „ცეკ­ვის“ ჯილ­დო;

 

- 2003 „ღირ­სების ორ­დე­ნი“;

 

- 2003  - ჟურ­ნალ „ბალე­ტის“ ჯილ­დო „ცეკ­ვის სუ­ლი“ (კა­ტე­გო­რი­ა­ში „ცეკ­ვის დე­დო­ფა­ლი“).

 

 

***

 

- რო­გორ შეხვდით შე­მო­თა­ვა­ზებას, გამხდა­რიყავით თბილი­სის საბალე­ტო და­სის ხელ­მღვა­ნე­ლი?

 

- ვფიქ­რობდი ბევრს, დავ­თანხმებულიყავი თუ არა. ძა­ლი­ან და­კა­ვებული ვარ, სა­მი წლის პროგ­რა­მა წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი მაქვს - რა, რო­გორ და სად უნ­და ვი­ცეკ­ვო. ყვე­ლა­ფერს  კარ­გად მო­ფიქ­რება სჭირ­დებოდა. ფაქ­ტობრი­ვად, მე აქ გად­მო­ვე­დი და მხოლოდ მცი­რე ხნით უნ­და წა­ვი­დე იქ, სა­დაც კონ­ტრაქ­ტით მაქვს სა­ცეკ­ვი, ყვე­ლა­ფე­რი ამის გა­მო, ჩე­მი გეგ­მებიც უნ­და გა­და­მეწყო და რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზებებზე უა­რი მეთ­ქვა. დავ­თანხმდი იმი­ტომ, რომ ვიგ­რძე­ნი - დღეს სა­ქა­რთვე­ლოს­თვის შე­იძ­ლება საქ­მის გა­კე­თება. მე ჩე­მი მოთხოვ­ნები მქონ­და: გაზ­რდი­ლიყო ხელ­ფა­სები და სპექ­ტაკ­ლების და­სად­გმე­ლად გა­მოყოფი­ლი თანხა; ჩა­მოგ­ვეყვა­ნა ქო­რე­ოგ­რა­ფები და პე­და­გო­გები, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ და­სი მი­სუ­ლიყო გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და სირცხვი­ლი არ ყოფი­ლიყო არც სტუმ­რის მოყვა­ნა და არც გას­ტრო­ლებზე წას­ვლა. რო­ცა ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლება არ გაქვს, მხოლოდ ენ­თუ­ზი­აზ­მით, შე­უძ­ლებელია ყვე­ლა­ფერ ამის გა­კე­თება, ამ დროს მხარ­და­ჭე­რას დი­დი მნიშ­ვნე­ლობა აქვს, ძალი­ან ცო­ტა ხან­ში, თით­ქმის ორ თვე­ში, დას­მა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა და კარ­გი პროგ­რა­მაც გა­ვა­კე­თეთ. ყოველ თვე­ში ჩა­მო­დი­ან პე­და­გო­გები მოს­კო­ვი­დან და ლე­ნინ­გრა­დი­დან. დად­გმის პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დის ალექ­სეი ფა­დე­ი­ჩე­ვი (ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლის პარ­ტნი­ო­რი და დი­დი თე­ატ­რის სამხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი. ავტ.) და უშუ­ა­ლოდ იღებს მო­ნა­წი­ლეობას ამ პრო­ცეს­ში. ვმუ­შაობთ „გე­დების ტბასა“ და „მაკ­ნა­ტუ­ნა­ზე“, ჩა­ფიქ­რებული გვაქვს „დონ კიხოტის“ პრე­მი­ე­რაც. ამ სე­ზონს და­ვამ­თავ­რებთ ბალან­ჩი­ნის სამ­მოქ­მე­დებია­ნი ბალე­ტით. ერ­თი სიტყვით, სა­მუ­შაო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი გვაქვს, დრო კი ძა­ლი­ან ცო­ტა. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობთ და ამო­სუნ­თქვის დროც კი არ გვაქვს, სხვა­ნა­ი­რად, არც გა­მო­ვა. რახან მე დავ­თანხმდი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე უნ­და იყოს.

 

- თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა შე­მოგ­თა­ვა­ზათ და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლობა?

 

- პირ­ვე­ლად კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მე­საუბრა, შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტმა გა­დაწყვი­ტა, პი­რა­დად შემხვედ­რო­და. ფაქ­ტობრი­ვად, პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­თანხმა. უკან დახევის სა­შუ­ა­ლება არ მომ­ცა.

 

- რამ­დე­ნი ხანი ფიქ­რობდით?

 

- მე მგო­ნი, მა­ი­სის თვე იყო, მე ნიუ-იორ­კში ვიყავი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა რომ და­მი­რე­კა. მითხრა, რომ პრე­ზი­დენტს სურ­და ჩემ­თან შეხვედ­რა და თან მითხრა, რა სა­კითხზეც სურ­დათ საუბარი. ისიც მითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმე­დი, რომ და­გი­თანხმებთ, მაგ­რამ იქ­ნებ მოგ­ვცეთ  შან­სიო. ამის  შემ­დეგ, მთე­ლი სა­მი თვე ვფიქ­რობდი იმა­ზე, დავ­თანხმებულიყავი თუ არა. ბოლოს, გა­დავწყვი­ტე შეხვედ­რა და კონ­კრე­ტულ სა­კითხებზე და­ლა­პა­რა­კება, რად­გან ზო­გა­დი საუბრები არ მიყვარს და არც ზე­რე­ლედ შე­მიძ­ლია რა­ი­მეს გა­კე­თება. მე უნ­და მო­მე­ფიქ­რებინა გეგ­მა და მეთ­ქვა: მე მჭირ­დება ეს, ეს და ეს რომ გან­ვახორ­ცი­ე­ლო - ეს და ეს... თუ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თება არ შე­იძ­ლება, მა­შინ რა აზ­რი აქვს ჩემს ჩა­მოს­ვლას და ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმას. რად­გან მე აქ ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან ბევრ კონ­ტრაქ­ტზე უა­რი ვთქვი, რაც არა­სო­დეს გა­მი­კე­თებია, თუ­კი ფი­ზი­კუ­რად ავად არ ვიყავი. ჩემ­გან იყო მსხვერ­პლის გა­ღება, რო­გორც მატე­რი­ა­ლუ­რად, ისე - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. სხვა­ნა­ი­რად, უბრა­ლოდ, არ გა­მო­მი­ვი­დო­და. თუ ჩემს მოთხოვ­ნებს ვერ და­აკ­მაყოფი­ლებდნენ, არ ღირ­და ჩა­მოს­ვლა და იმ მაყურებლის გაწბილება, რო­მე­ლიც სხვა­გან მე­ლო­და. ყვე­ლამ გა­მი­გო და მიხვდა, რომ მარ­თლაც დიდ საქ­მეს მოვ­კი­დე ხელი, ამი­ტომ მა­თაც მა­პა­ტი­ეს და მე­ლო­დებიან.

 

- პრე­ზი­დენ­ტის და­პი­რებები, რომ­ლებიც შე­ას­რუ­ლა და რომ­ლებიც აწი უნ­და აას­რუ­ლოს...

 

- მარ­თა­ლი გითხრათ, რა­საც დამ­პირ­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­ას­რუ­ლა. არც მე მით­ქვამს ისე­თი, რი­სი განხორ­ცი­ე­ლება შე­უძ­ლებელი იყო. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ არა­სო­დეს მქო­ნია აღებული სა­კუ­თარ თავ­ზე ასე­თი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე, გა­მოც­დი­ლება ამ მხრივ მა­ინც მაქვს - მე ყოველ­თვის მყავ­და ჩე­მი პა­ტა­რა და­სი და მიხდებოდა ყურად­ღების მიქ­ცე­ვა ყვე­ლა­ფერ­ზე, რო­დე­საც  თხუთ­მე­ტი ვარ­სკვლა­ვი ერ­თად მიგყავს გას­ტრო­ლებზე, ყვე­ლა მათ­განს უნ­და მი­აქ­ციო ყურად­ღება და ყვე­ლა კმაყოფი­ლი უნ­და დაგ­რჩეს. მე ეს გა­მოც­დი­ლება მქონ­და. რო­დე­საც კონ­ტრაქ­ტით ვმუ­შაობდი უცხოეთ­ში, იქაც ვაკ­ვირ­დებოდი ყვე­ლა­ფერს. მე კონ­კრე­ტუ­ლი მოთხოვ­ნები მქონ­და და მათ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუხები მი­ვი­ღე. რა­საც დაგ­ვპირ­დნენ, შე­ას­რუ­ლეს - ხელ­ფა­სები გა­ი­ზარ­და, სა­მუ­შაო პი­რობებიც ნორ­მა­ლუ­რია, დად­გმის­თვის სა­ჭი­რო თანხა ბალე­ტის დასს აქვს.

 

- რა მდგო­მა­რეობაში და­გხვდათ და­სი?

 

- რაც შეეხება ახალ­გაზ­რდებს, კარ­გი ბავ­შვები არი­ან, კა­რგი მო­ნა­ცე­მები აქვთ. მე მქონ­და  პრე­ტენ­ზიები, რომ უფ­რო სუფ­თად ეცეკ­ვათ და ცეკ­ვის თე­ო­რი­უ­ლი მხარის­თვი­საც მი­ექ­ცი­ათ ყურად­ღება. მთა­ვა­რი, რაც მე და­ვი­ნახე, არის ის, რომ შრო­მი­თა და მონ­დო­მებით ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში ძა­ლი­ან ბევრს მი­აღ­წი­ეს. ჩვე­ნი მოთხოვ­ნები დღეს იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე აქამ­დე ჰქონ­დათ მსახიობებს - თუ ად­რე რე­პე­ტი­ცი­ას ამ­თავ­რებდნენ 2-3 სა­ათ­ზე, დღეს 6 სა­ა­თამ­დე მე­ცა­დი­ნეობენ. დის­ციპ­ლი­ნის გა­რე­შე ჩვენს  პრო­ფე­სი­ა­ში ვე­რა­ფე­რი გა­კეთ­დება. თუ ად­რე ერ­თი მსახიობი ცეკ­ვავ­და ერთ პარ­ტი­ას, ხოლო და­ნარ­ჩე­ნები კორ­დებალეტ­ში იყვნენ, დღეს ახალ­გაზ­რდებს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლებას, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლები მო­სინჯონ ყვე­ლა­ფერ­ში და ჩვენც ვნახოთ, ვის რა შე­უძ­ლია. მე სპე­ცი­ა­ლუ­რად ავარ­ჩიე თა­ნა­მედ­რო­ვე სპექ­ტაკ­ლები - მათ­ში ბევ­რი სო­ლო პარ­ტი­აა. აუ­ცი­ლებელია კლა­სი­კა­ში „გაზ­რდაც“. კლა­სი­კა რთუ­ლია და მას­ში უფ­რო ნათ­ლად ჩანს ხარ­ვე­ზები, თუმ­ცა, თე­ატ­რის პრო­ფე­სი­ულ სახეს კორ­დებალე­ტი გა­მოხატავს.

 

- რამ­დენ ხან­ში მი­ვა და­სი იმ დო­ნე­ზე, რო­გო­რიც თქვენ გსურთ?

 

- ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში, იმი­ტომ რომ და­სი ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შაობს. მე მო­ვე­ლო­დი, რომ ასე მოკ­ლე ხან­ში ასე­თი შე­დე­გები გვექ­ნებოდა. ეს არის ყოველ­დღი­უ­რი შრო­მი­თა და ოფ­ლით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტებები.

 

- თქვე­ნი პარ­ტნი­ო­რები და მე­გობრები თუ გეხმა­რებიან?

 

- ალექ­სეი ფა­დე­ი­ჩე­ვი და ტა­ნია რას­ტარ­გუ­ე­ვა, ფაქ­ტობრი­ვად, მოს­კო­ვი­დან გად­მო­ვა­სახლე. ჩემ­თან უფ­რო მეტ  დროს ატა­რებენ, ვიდ­რე მოს­კოვ­ში. სხვა­ნა­ი­რად, მე მარ­ტო, ამას ვერ გა­ვა­კე­თებდი. გვერ­დით უნ­და გყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ენ­დობი და რომ­ლის გე­მოვ­ნებისაც გჯერა. ეს ადა­მი­ა­ნები გვერ­დით მიდ­გა­ნან. ის კი არა და, ქარ­თულ­საც სწავ­ლობენ. ჩემს მე­გობრებს და­ნი­ა­ში გუ­შინ ვე­ლა­პა­რა­კე და ისი­ნი მზად არი­ან, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვიდ­ნენ, რო­ცა მე ვთხოვ. ფრედ ან­დერ­სე­ნი არის და­ნი­ის სა­მე­ფო თე­ატ­რის სამხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და, რო­გორც კი გა­ი­გო, რომ მე საბალე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი გავხდი, უზარ­მა­ზა­რი სია გა­მო­მიგ­ზავ­ნა: „აუ­ცი­ლებლად უნ­და მი­აქ­ციო ყურად­ღება ამას და ამას... გახსოვ­დეს ეს, ეს და ეს...“

 

- უახლო­ე­სი გას­ტრო­ლები სად გაქვთ?

 

- ახლახან ვი­ცეკ­ვე „გე­დების ტბა“  მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში. „მაკ­ნა­ტუ­ნას“, „დონ კიხოტს“ და „გე­დების ტბას“ აქ, თბილის­ში, ვი­ცეკ­ვებ. აპ­რი­ლის ბოლოს ან მა­ი­სის და­საწყის­ში ნიუ-იორ­კში მო­მი­წევს წას­ვლა.  შე­იძ­ლება, ორი-სა­მი დღით გა­დავ­ფრინ­დე კი­დევ სად­მე, ძირი­თა­დად, მო­ლა­პა­რა­კებებზე, სხვა გას­ტრო­ლები, ცო­ტა­თი გა­დავ­წიე.

 

- და­სი თუ ემ­ზა­დება სა­გას­ტრო­ლოდ?

 

- აუ­ცი­ლებლად. სა­დაც მე მაქვს პი­რა­დად გას­ტრო­ლები, იქ ჩვე­ნი და­სიც წა­ვა. გარ­და ამი­სა, მე მაქვს ჩა­ფიქ­რებული, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სპექ­ტაკ­ლებით მო­ვი­ა­როთ სა­ქარ­თვე­ლო. ჯერჯერობით, გვი­ჭირს დრო­ის მხრივ, რად­გან უცხოე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფები ჩა­მო­დი­ან და აქ უნ­და ვიყოთ. ეს გეგ­მა, შე­იძ­ლება, შე­ვას­რუ­ლოთ ზაფხულ­ში და ჩა­ვი­დეთ ბათუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, თე­ლავ­ში... მეს­მის, რომ ამ ქა­ლა­ქებში შე­იძ­ლება პი­რობები შე­საბამი­სი არ იყოს, მაგ­რამ ეს ჩე­მი დი­დი ხნის ჩა­ნა­ფიქ­რია და ვფიქ­რობ, რომ გა­ვა­კე­თებ.

 

- მით უმე­ტეს, რომ პრე­ზი­დენ­ტი ყოველმხრივ დახმა­რებას დაგ­პირ­დათ...

 

- მინ­და, რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო, რა­თა გა­მოვ­ნახოთ სა­ა­მი­სო ხარჯები. ჩვენ სპე­ცი­ფი­კუ­რი პი­რობები გვჭირ­დება და ყველ­გან ვცეკ­ვავთ, მაგ­რამ მზად ვართ, თუ კარ­გი ამინ­დები იქ­ნება, სცე­ნა გა­ვა­კე­თოთ ღია ცის­ქვეშ და ვი­ცეკ­ვოთ.

 

- დამ­დეგ ახალ წელს რას უსურ­ვებდით თქვე­ნი და­სის წევ­რებს, მაყურებელს და მთლი­ა­ნად სა­ქა­რთვე­ლოს?

 

- ჩე­მი პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი ყვე­ლა­სათ­ვის არის ჯან­მრთე­ლობა. შემ­დეგ - სიხარუ­ლი და ბედ­ნი­ე­რება, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რებას აზ­რი არა აქვს. წარ­მა­ტებებიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. დასს ვუ­სურ­ვებდი, რომ შრო­მა და­უ­ფას­დეს.  ჩვე­ნი შრო­მის დამ­ფა­სებელი კი მაყურებელია, მა­თი ტა­ში, ოვა­ციები და ან­შლა­გები. ჩვენ დი­დი რეკ­ლა­მა არ გაგ­ვი­კე­თებია, მაგ­რამ, მიუხედა­ვად ამი­სა, ერთ დღეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ გა­მოცხად­დება სპექ­ტაკ­ლი, მე­ო­რე დღეს ბილე­თები გაყიდუ­ლია. მაყურებელს კი ვუ­სურ­ვებ, რომ ყოველ ჩვენ სპექ­ტაკ­ლზე მოს­ვლა მათ­თვის იქ­ცეს ზე­ი­მად. აქ­ვე მსურს, ვუთხრა თქვენს მკითხველ­სა და ყვე­ლა მაყურებელს, არ არის აუ­ცი­ლებელი, იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბალეტ­ში, რომ მოხვი­დე თე­ატ­რში. უბრა­ლოდ, აუ­ცი­ლებელია, ერთხელ ნახო კარ­გი სპექ­ტაკ­ლი და აუ­ცი­ლებლად გა­გიჩ­ნდება სურ­ვი­ლი, რომ მე­ო­რე­დაც მოხვი­დე. თი­თო­ე­უ­ლი მაყურებლის მოს­ვლა თე­ატ­რში - არის ქველ­მო­ქმე­დება და უდი­დე­სი წვლი­ლი ბალე­ტის გან­ვი­თა­რებაში.

 

- თქვენს თავს რას უსურ­ვებდით?

 

- პა­ტარ-პა­ტა­რა სურ­ვი­ლების შეს­რუ­ლებას და, რაც მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლობას, მეტს არა­ფერს.

 

- ჩა­ი­ფიქ­რებთ ახალ წელს რა­ი­მე სურ­ვილს?

 

- აუ­ცი­ლებლად და, რო­დე­საც ამის­რულ­დება, გა­გიმხელთ.

 

 

***

 

- მე და მა­მა ბევრს ვმოგ­ზა­უ­რობდით სა­ქა­რთვე­ლო­ში. მა­მა­საც ჰყავს ნაც­ნობები ქუ­თა­ის­ში და ჩემს მე­უღ­ლე­საც - ნა­თე­სა­ვები. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე 1988 წლის 2 ივ­ნისს დავ­ქორ­წინ­დით. 7-ში და 8-ში და­გეგ­მი­ლი იყო გას­ტრო­ლები ქუ­თა­ის­ში. რო­დე­საც ქუ­თა­ი­სე­ლებმა გა­ი­გეს, რომ გავთხოვ­დი, და თა­ნაც ჩე­მი მე­უღ­ლის ნა­თესა­ვებიც იქ იყვნენ, გა­მო­ვი­და ისე, რომ ქუ­თა­ის­ში გა­დაგ­ვიხადეს ქორ­წი­ლი. ნა­თე­სა­ვები გვყავს ხონ­შიც და იქ მე­ო­რედ გა­დაგ­ვიხადეს ქორ­წი­ლი. თბილის­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, აქ კი­დევ ქორ­წი­ლი გა­დაგ­ვიხადეს. არა­და, მე და ჩემს მე­უღ­ლეს ქორ­წი­ლის გა­დახდა არ გვინ­დო­და. გა­დაწყვე­ტი­ლი გვქონ­და, დავ­ქორ­წი­ნებულიყავით და სად­მე გავ­პა­რუ­ლიყავით...

- ნაც­ნობებს და მე­გობრებს, ყვე­ლას დი­დი მო­კითხვა გა­და­ე­ცით ქუ­თა­ის­ში.

 

ესაუბრა თი­ნა­თინ დვა­ლიშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია