დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ შექმნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/09 19:56:15

11 ნოემბერს, 12 საათზე, საგამოფენო ცენტრში,,ექსპო ჯორჯია“  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების,  დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ 2013 წლის დეკემბრიდან  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კი, სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლოების უკეთ ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში გამართავენ.


ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა. დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროგრამა განხორციელდა.საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონი მიიღო. კანონის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც  კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია