დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოკონკურსის შედეგები
ფოტოკონკურს „ილო 2013“ -ის პირველი ადგილის მფლობელი მამუკა კაკაურიძე გახდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/09 13:10:31

ქუთაისელი ფოტოგრაფის, ილო ხახიაშვილის სახელობის კონკურსი ქუთაისში 2007 წლიდან, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.


ფოტოკონკურს  „ილო 2013“ -ის გამარჯვებულების დაჯილდოვება დღეს "თიბისი ბანკის"  ქუთაისის ფილიალში გაიმართა.

 

 კონკურსის ჟიურის ხმათა უმრავლესობით კონკურსის გამარჯვებული ქუთაისელი ფოტოგრაფი მამუკა კაკაურიძე გახდა, მეორე ადგილი დაიკავა კონკურსანტმა ფარნავაზ ფხაკაძემ, ხოლო მესამე ადგილი სულხან გოგოლაშვილის საკონკურსო ფოტოს ერგო.

 


კონკურსის ჟიურის მიერ წელს პირველად დაწესდა სპეციალური პრიზი, რომელიც კონკურსანტ სოფო ბობოხიძეს გადაეცა, ხოლო სოციალურ ქსელში მოწონებების მიხედვით "პუბლიკის სიმპატია"  ლევან ქემოკლიძის ფოტომ მოიპოვა.

 


2013 წლის კონკურსის თემა იყო „ქუთაისი-გუშინ, დღეს, ხვალ“. მომავალი წლიდან კი კონკურსის თემა შეზღუდული აღარ იქნება და საერთაშორისო ხასიათის გახდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია