საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვილნიუსში ლიტველ ევროპარლამენტარებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/08 21:30:48

 

ლიტვის სეიმში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ლიტველ ევროპარლამენტარებს: ლაიმა  ანდრიკიენეს და იუსტას პალესკისის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნებმა  კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.  დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. გარდა არჩევნებისა, შეხვედრის  ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვილნიუსის სამიტი და სამიტის შემდგომი პერიოდი.   


ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილი ლიტვაში საქართველოს საელჩოს ესტუმრა.


ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დავით უსუფაშვილის ლიტვაში სამდღიანი ოფივიალური ვიზიტის ბოლო შეხვედრა იყო. სამი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  შეხვედრები გამართა ლიტვის   პრეზიდეტ დალია გრიბაუსკაიტესთან, სეიმის თავმჯდომარე  ლორეტა გრაუჟინიენესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ  ლინას ლინკევიჩუსთან.  

 

შეხვედრების ერთ-ერთი მთავრი თემა  28-29 ნოემბერს  ვილნიუსში გასამართი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი და სამიტის შედგომი პერიოდი იყო. დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია