საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინო და ურთიერთობები
საქართველო ვაშინგტონში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაში მონაწილეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/07 19:07:30

 ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი  ვაშინგტონში ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, წლევანდელ პლენარულ შეხვედრაზე ხელი მოეწერება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტს ,,ეტიკეტირების მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ეხება ალკოჰოლის დასაშვებ გადახრას, მოსავალს/რთველს, ყურძნის ჯიშებს და მეღვინეობის რეგიონებს“. ასევე, იმსჯელებენ პესტიციდების ზღვრების დადგენის შესახებ შეთანხმების მიღწევის გზებზე და მეღვინეობის დარგის სხვა აქტიურ თემებზე. 

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) სახელმწიფოთა არაფორმარული გაერთიანებაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოთა (აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და საქართველო) შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივება. 


აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შესაძლოა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფიის (WWTG) შეხვედრას საქართველოში გაიმართოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია