საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2005 წელი, 18-24 იანვარი, №16 (320)
სად, რო­დის და რო­გორ ძარ­ცვა­ვენ „კარ­მან­ჩი­კები“ მგზავ­რებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/07 16:18:08

­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რობა რი­გითი მო­ქა­ლა­ქეების­თვის ია­ფია, ყოვე­ლ შემთხვე­ვა­ში - ასე ფიქ­რობს ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება. თუმ­ცა, მგზავ­რობა, შე­საძ­ლოა, ზოგჯერ გა­ცი­ლებით მე­ტიც და­გიჯდეს, ვიდ­რე ეს ჩვე­­ლებრი­ვი ტა­რი­ფი­თაა გან­საზ­ღვრუ­ლი. ეს იმ შემთხვევა­ში, თუ სა­კუ­თარ ჯიბეს ან ხელ­ჩან­თას ყურად­ღებით არ მო­ეპყარი, ან კი­დევ - სხვის „და­სახმა­რებლად“ თუნ­დაც თვა­ლი დაახამხამე. ამ­გვა­რი ფაქტ(ებ)ის მოწ­მე, შე­იძ­ლება, თი­თო­­­ლი ჩვენ­გა­ნი ნების­მი­ერ დროს გახდეს და, უა­რეს შემთხვე­ვა­ში, მსხვერ­პლის როლ­შიც აღ­მოჩ­ნდეს.

 

„ხელოვ­ნების დარ­გი“, რომ­ლის შე­მოქ­მე­დებითი სცე­ნა ტრან­სპო­რტია, მა­ვა­ნი­სათ­ვის პრი­­რი­ტე­ტულ საქ­მედ ით­ვლება - ჯიბის ქურ­დების სა­მოქ­მე­დო არე­­ლი, ძ­რი­თა­დად, ავ­ტობუსები და მიკ­რო­ავ­ტობუსებია, ტრო­ლეიბუსების მგზავ­რებს კი „თა­ვის გა­ჭირ­ვება“ ჰყოფ­ნით. ყოველ შემთხვევა­ში, ასე ფიქ­რობს ჯ. რო­მე­ლიც, სრულიად შემთხვევით, ჩე­მი რეს­პო­ნდენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

 

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­იწყო... ხალხით გა­და­ჭე­დილ „მარ­შრუტ­კა­ში“ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მან­დი­ლოს­ნის ხელ­ჩან­თის გახსნას ცდი­ლობდა. ეს ჩემ­თვის და რამ­დე­ნი­მე მგზავ­რის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა. „საქ­მე“ არ გა­მო­ვი­და და პირ­ველ­სა­ვე გა­ჩე­რებაზე ახალ­გაზ­რდა ბიჭი უმალ ჩა­ვი­და. ჩავყევი და მას­თან გა­საუბრება ვცა­დე.

 

- რა გინ­და, პო­ლი­ცი­­ლი ხარ?

 

- არა. უბრა­ლოდ, თქვე­ნი გაც­ნობა მა­ინ­ტე­რე­სებს...

 

- საქ­მე არა გაქვს?

 

- არა.

 

- მა­შინ, ვი­­როთ.

 

- და თან ვი­საუბროთ.

 

- რა გა­ინ­ტე­რე­სებს ჩემ­გან?

 

- იცი, ასე­თი შემთხვე­ვის „მსხვერ­პლი“ მეც რამ­დენჯერ­მე აღ­მოვ­ჩნდი. მარ­ტო მუ­შაობ?

 

- ხო, მარ­ტო ვმუ­შაობ.

 

- გო­გო­ნაც არ გეხმა­რება?

 

- გო­გო­ნები რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ან ჯგუ­ფებს ეხმა­რებიან, რომ­ლებიც სა­შიშ­ნი არ არი­ან. მე კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ვარ, რად­გან მარ­ტო „ვჩა­ლი­ჩობ“ და დაც­ვი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­მო­ვიყენებ. მე­ტი ყურად­ღების დააბვაც მი­წევს.

 

- ჯგუ­ფები რო­გორ მუ­შაობენ?

 

- ეს მათ ჰკითხე.

 

- მარ­თა­ლია, რომ ჯგუფ­ში სა­მი და მე­ტი კა­ცი მუ­შაობს?

 

- იცი, რა, რამ­დე­ნი­მე „კარ­მან­ჩი­კულ“ რჩე­ვას მოგ­ცემ და შე­მეშ­ვი.

 

- კარ­გი, შევ­თანხმდით.

 

- ჯგუფს ერ­თი ქა­ლი მა­ინც ახლავს, რო­მე­ლიც გა­მომ­წვე­ვა­დაა ჩაც­მუ­ლი. იგი, ძ­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცის ჯიბეზე მუ­შაობს და შენ­თვის სა­ში­ში არ არის, იმი­ტომ, რომ ქა­ლი ხარ. მი­სი ჩაც­მუ­ლობით ის კა­ცებზე მეტ შთაბეჭ­დი­ლებას ახდენს და სწო­რედ ამით ტყუვ­დებიან ისი­ნიც.

 

- მა­ინც, რო­გორ ახერხებთ შე­უმ­ჩნე­ველ „მუ­შაობას“?

 

- „მარ­შრუტ­კა­ში“ ქურ­დობა, ძ­რი­თა­დად, ჩას­ვლი­სა და ამოს­ვლის დროს ხდება, რო­ცა ადა­მი­­ნი მოხრი­ლია. ის ამ მომ­ენ­ტში ტრან­სპორ­ტში მა­ლე ას­ვლას, ან  პი­რი­ქით-ჩას­ვლას ცდი­ლობს. სწო­რედ ამ მო­მენ­ტში ცა­რი­ელ­დება მა­თი ჯიბეებიც. ავ­ტობუს­ში კი ძარ­ცვა ხალხმრავ­ლობის დროს ხდება, რაც „ინ­ვა­ლიდ“ ჯიბის ქურ­დებს უფ­რო კარ­გად გა­მოს­დით: ისი­ნი ხალხის თვალ­ში შე­ცო­დების გრძნობას იწ­ვე­ვენ, წაბარბაცების დროს პა­ტი­ვის­ცე­მით ად­გილ­საც კი უთ­მობენ, წაბარბაცება ფული­ს შოვნის ყვე­ლა­ზე იო­ლი და სწრა­ფი ხერხია. რად­გან მათ „კე­დე­ლი“ არ სჭირ­დებათ.

 

- „კე­დე­ლი“ რას ნიშ­ნავს?

 

- „კე­დე­ლი“ ჯგუ­ფის ერ­თი წევ­რია, რო­მე­ლიც ძ­რი­თად მო­მუ­შა­ვეს ფა­რავს; და კი­დევ ერ­თი, ყვე­ლა „კარ­მან­ჩი­კის“ სა­ვი­ზი­ტო ბარა­თი გრძ­ლი და მოქ­ნი­ლი თი­თებია, რაც, საბოლოო ჯამ­ში, პრო­ფე­სი­­ნალს გხდის.

 

- შენ ყვე­ლა­ზე დი­დი ფუ­ლი რამ­დე­ნი გი­შო­ვია დღე­ში?

 

- მე ხუთი ლა­რიც მი­შო­ვია და 500-იც. ეს იმ დღის იღბალ­ზეა და­მო­კი­დებული.

 

- ამბობენ, მძღო­ლები „კარ­მან­ჩი­კების“ მე­წი­ლეები არი­­ნო?

 

- მე წილ­ში არა­ვინ არ მი­ზის. ზოგჯერ მძღო­ლი აზ­რზე არ არის, მე ვინ ვარ და რა­ტომ ავე­დი ტრან­სპორ­ტში. მე, შე­იძ­ლება, ერთ რე­ის­ზე ერ­თი თეთ­რიც ვერ ვი­შო­ვო და მღოლს რა­ღა უნ­და მივ­ცე?! თუმ­ცა, ჯგუ­ფებზე ანა­ლო­გი­ურს ვერ გეტყვი.

 

- „კარ­მან­ჩი­კები“ ერ­თმა­ნე­თს ხელს არ უშ­ლით?

 

- შენ მე­ტის­მე­ტად ბევ­რის გა­გება გსურს.

 

- მარ­შრუ­ტები მარ­თლა გაყოფი­ლი გაქვთ?

 

- მე არა­ვის­თან არა­ფე­რი მაქვს გაყოფი­ლი, ხელ­საც არა­ვის ვუშ­ლი და არც მე მიშ­ლის ვინ­მე ხელს. კი­დევ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებს?

 

- არა, გმად­ლობ.

 

დაახლოებით ასე­თი სახის საუბარი იყო „ჯ“-სთან, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა არც კი იცო­და, რომ უკ­ვე კარ­გა ხანია, „კარ­მან­ჩი­კების“ წი­ნა­აღ­მდეგ მებრ­ლი სამ­სახური პო­ლი­ცი­­ში არ არ­სებობს. ასე­თი განყოფი­ლება წლების წინ მხოლოდ დიდ ქა­ლა­ქებში არ­სებობდა. ამჯერად ქურ­დების ეს კა­ტე­გო­რია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლების­თვის და, რო­გორც ამბობენ, „ქურ­დების­თვი­საც“ უკ­ონ­ტრო­ლოდ რჩება. თუმ­ცა, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­­დოა, რომ პო­ლი­ცი­­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­­სა და შემ­ცი­რებების ფონ­ზე, ვინ­მეს სა­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტში მო­მუ­შა­ვე, გა­დაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­­ლის სპე­ცი­­ლუ­რი შტა­ტის გა­მოყოფა მო­­გონ­დეს.

 

სა­ლო­მე ეფ­რე­მი­              

 

გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2005 წელი, 18-24 იანვარი, №16 (320)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია