საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი წლის ბოლომდე ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/06 21:55:34

საყოველთაო  ჯანდაცვის მესამე ეტაპი წლის ბოლომდე ამოქმედდება–ამის შესახებ  ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით,   მესამე ეტაპი პაკეტის გაფართოებას არ გულისხმობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სადაზღვევო  პაკეტის გაფართოებას  გადაწყვეტს, სადაზღვევო კომპანიების  მომსახურებით უნდა ისარგებლოს. 

ამასთან, ხუნდაძის განმარტებით, მესამე ეტაპის ფარგლებში საყოველთაო დაზღვევის ხარისხი გაუმჯობესდება და  პაკეტში შემავალი სერვისები ეტაპობრივად გადაიხედება, თუმცა, მომსახურებების დამატება არ მოხდება. 

ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით,  მესამე ეტაპი პირობითი ცნებაა, სამინისტრო პროექტის ფინანსურ, ადმინისტრაციულ  და ხარისხის გადაფასებას პერიოდულად ახდენს და სწორედ მსგავს გადაფასებას გულისხმობს ე. წ მესამე ეტაპი. 

„სამ–ოთხ  თვეში ერთხელ ჩვენ მსგავს გადაფასებას ვახდენთ ხოლმე, სწორედ  სექტემბერში ან ოქტომბერში დავიწყებთ ამ პროცესს. ვიმსჯელებთ პროექტის შემდგომი განხორციელების მასშტაბებზე,  ვთქვათ  დავტოვოთ იგივე მოცულობით,  თუ  წავიდეთ  გაზრდისკენ. ეს არის ეტაპობრივი მენეჯერული სამუშაო და არა დაგეგმილი გაფართოება,“ –  აცხადებდა სერგეენკო მიმდინარე წლის ივლისში.

 

commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია