დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოძახილი
ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/06 21:04:40

დღეს ქუთაისში, კიკვიძის  სახელობის პარკში, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტის დროსდაღუპული თამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ინიციატორი იყო ქუთაისის ილია ჭაჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მე-18 საქალაქო განყოფილება.

 „ამ ღონისძიების მოწყობას რამდენიმე მიზეზი აქვს, თამთა ლიპარტელიანი არის ქუთაისელი, ამ უბნის შვილი  და ბიბლიოთეკა ვალდებულიც კი იყო, პატივი მიეგო მისი ხსოვნისადმი. ჩვენ, ტერორიზმის აღზევების ეპოქაში ვცხოვრობთ და  ტერორიზმის გეოგრაფიამ თავისი სისხლიანი საზღვარი ჩვენი ქალაქის გულზეც გადაატარა. ამიტომ, დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი თამთას ხსოვნას. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაოსნობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადმოგვეცა ტექნიკა, რომლის მეშვეობით გაგვიადვილდა ამ ღონისძიების მოწყობა,“- განაცხადა ქუთაისის მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგემ ნატო ასათიანმა.

ღონისძიებაზე შეკრებილნი იყვნენ თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკის პერსონალი...

მოძღვარმა თამთას  სახელზე პარაკლისი გადაიხადა. მონიტორზე ფოტოკოლაჟი წარმოადგინეს, ახალგაზრდებმა კი ლექსები წაიკითხეს.

 „მადლობელი ვარ ამ ადამიანების, თამთა რომ არ ავიწყდებათ. ნამდვილად არ ველოდი ამ ყველაფერს. ძალიან განვიცდი და დღითიდღე ვგრძნობ, რომ მერთმევა მეტყველების უნარი, მიჭირს თამთას გარეშე ცხოვრება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ პატარა ნინო (თამთას ოჯახის შვილობილი) მაჩუქა. მას იმდენად უყვარს თამთა, რომ ზოგჯერ  მეშინია კიდეც, ზედმეტი არ მოუვიდეს,“ - განაცხადა თამთა ლიპარტელიანის დედამ, ლეილა ასათიანმა PSnews.ge-სთან საუბრისას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია