დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თუ სამუშაო ფართს არ გამოგვიყოფენ, მერიის წინ პირს ამოვიკერავ," – საპროტესტო აქცია ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/06 13:59:35

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე  ე.წ. „ატეესთან" სასურსათო  პროდუქტებით მოვაჭრე ადამიანები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეები ქალაქის ხელისუფლებისგან გარევაჭრობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

„10–15 ადამიანი ვართ „ატეესის" წინ და იმის უფლებასაც არ გავძლევენ, პურის ფული ვიშოვოთ. ზედამხედველობის სამსახურის და საპარტულო პოლიციის თანამშრომლები გვდევნიან და გვარბევენ. გვეუბნებიან, რომ ბაზარში შევიდეთ სამუშაოდ,  სადაც თავისუფალი დახლებიც კი  აღარ არის და სადაც დღიური გადასახადი 10 ლარია, რის გადახდასაც  ვერცერთი ვერ  შევძლებთ. თუკი მერია გარევაჭრობისთვის ალტერნატიულ ფართს არ გამოგვიყოფს, ოჯახთან ერთად მოვალ  და მერიის წინ მდუმარე აქციას გავმართავთ, თუ საჭირო გახდა, პირსაც ამოვიკერავ,"–აღნიშნა სოციალურად დაუცველმა მევლუდ ბელთაძემ.

აქციის მონაწილეები ალტერნატიულ ფართზე ვაჭრობის უფლებისათვის დღეში ფიქსირებული 2 ლარის დაწესებას ითხოვენ. გარემოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან შეხვედრის მოლოდინში ამ დრომდე მერიის წინ რჩებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია