აბაშის რაიონის სოფელ მარანში მცხოვრებ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს.
სოფლის ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი უმუშევარია და „ბირჟაზე“ დგას, ან საერთოდ ქალაქშია წასული. მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით და ერთადერთი მარჩენალი ძროხის იმედზე არიან, აწუხებთ გაუწმენდავი არხები და უგაზობა...
მარნელებს არაერთი სათხოვარი აქვთ ხელისუფლებასთან...