დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/05 16:52:03

სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ. რამდენიმე საათის წინ გარემოვაჭრეებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია იძულების წესით დაატოვებინეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

თავის მხრივ, გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია.

"გარევაჭრობა არის კანონით აკრძალული და მე არაფერი მაქვს სალაპარაკო ამ ხალხთან. აღარ შეიძლება მეტის მოთმენა. ვის აღარ მივმართეთ, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა, ვისაც ეს ეხება, მაგრამ არაფერი ეშველა ამ ვითარებას. უკევ იმედიც აღარ მაქვს არაფრის",- ამბობს სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" მმართველი ნატო დანელია.

"იგივე ვითარებაში ვართ ჩვენც. უკანონო სავაჭრო ცენტრი აქვთ  პრაქტიკულად გახსნილი. წელიწადზე მეტია, ამ დღეში ვართ. რა ქნას იმ ხალხმა, ვინც შიგნით ვაჭრობს?  ბანკიდან აქვს ყველას სესხი გამოტანილი.  აღარავინ შედის ბაზარში, ესენი რომ აქ დგანან თავიანთი პროდუქციით",- ამბობს შპს "იმერეთის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავთო თოხაძე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს 6 საათისთვის გარემოვაჭრეები გარევაჭრობის მოთხოვნით კვლავ აპირებენ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია