დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისი ყველაზე პასიური ოლქი იყო
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/05 13:58:30

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. ცესკო-მ 3741 უბანზე ხმები უკვე დათვალა.

 

წინასწარი შედეგებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 62,12% მოიპოვა.

 

მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე 21,72%-ით გავიდა. პირველ სამეულში მოხვდა ნინო ბურჯანაძეც 10,19%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილები კი შალვა ნათელაშვილმა (2,88%) და გიორგი თარგამაძემ (1,06%) გადაინაწილეს.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ადგილობრივმა არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო  ორგანიზაციებმა დემოკრატიულობის თვალსაზრისით მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.  27 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი მოსახლეობის 46,6%-მა დააფიქსირა.

 

ერთ-ერთი ყველაზე პასიური ოლქი ქუთაისის ოლქი აღმოჩნდა. ქუთაისში არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარიც არ მივიდა. ?59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 158 967 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა  მხოლოდ 62 529 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 39,33% -ია.

 

ქუთაისში, ისევე, როგორც სხვა ოლქებში, ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა, მიუხედავად ამისა,  დარღვევების შესახებ საოლქოში 9 საჩივარი დაიწერა. მათგან ორი საარჩევნო კოდექსის, დანარჩენი კი პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.  საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო კომისიამ ქუთაისის    ?65-ე უბნის მონაცემები ბათილად ცნო. ქვეყნის მასშტაბით ხმები გაბათილდა კიდევ ორ უბანზე, თუმცა, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

 

გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცეს ევროპელმა ლიდერებმა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს შედგება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია