საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება
პერევის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/04 21:38:03

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ 2 ნოემბერს კვლავ მოინახულა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ბიბლიოთეკა. ამ ეტაპზე წიგნადი ფონდის გამდიდრების პარალელურად, სასოფლო ბიბლიოთეკას კომპიუტერიც გადაეცა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, psnews.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია საბიბლიოთეკო ქსელის მოდერნიზება, რაც კომპიუტერული ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია. ამავე საკითხზე ისაუბრა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმაც. ის ამავდროულად ციფრული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია და კურირებს ე.წ. ელექტრონულ სინდიკატს. სინდიკატი ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ბიბლიოთეკების ელექტრონულ განვითარებას და მათ ჩართვას ერთიან ელექტრონულ ქსელში.

 

,,ჩვენ გამოგვეხმაურა ,,ჩემი ოჯახის კლინიკა“, რომელმაც პერევის ბიბლიოთეკისათვის კეთილი ნება გამოხატა და საჩუქრად ჩამოუტანა კომპიუტერი. იმედია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დაპირება დაპირებად არ დარჩება და ინტერნეტი ექნება პერევის ბიბლიოთეკას“,_აღნიშნა რუსუდან ასათიანმა. ,,ზოგადად ყოველთვის ცდილობს ,,ჩემი ოჯახის კლინიკა“, რომ ამგვარ პროექტებში ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს ასეთ კარგ საქმეებში“,_აღნიშნა ,,ჩემი ოჯახის კლინიკის“ მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია