დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევად კონსულტაცია მიმდინარეობს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/04 16:36:34

ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი დღეს უნდა ჰყავდეს, რადგან კოტე ლომიძეს, რომელიც ამ პოსტზე ბოლო დროს მუშაობდა, უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება.

 

მერის მოვალეობის ახალი შემსრულებლის ვინაობის თაობაზე განცხადების გაკეთებას აპირებდა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი და ეს ინფორმაცია  მედიასთან ორჯერ დააანონსა კიდეც, თუმცა ორივეჯერ გადადო. ცოტა ხნის წინ კი იგი ავტომობილით დაცვის თანამშრომლებს გაჰყვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თამაზ მარგველაშვილი პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს ხვდება.


გავრცელებული ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვიცე-მერი გიორგი შარაბიძე უნდა დაინიშოს. შარაბიძემ აღნიშნული ინფორმაცია „ნიუპრესთან“ საუბარში დაადასტურა და განაცხადა, რომ მის დანიშვნასთან  დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი უკვე დაწერილია. თუმცა, საკრებულოს კანცელარიაში აცხადებენ, რომ არც კოტე ლომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის და არც მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ახალი კანდიდატის, გიორგი შარაბიძის დანიშვნის შესახებ განცხადებები მათთან ამ დრომდე არ შესულა.


შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი შარაბიძის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა არასამთავრობოებმა გააპროტესტეს და მერიაში მოსალოდნელი გადაადგილება „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისელი ლიდერის, გოჩა თევდორაძის ინტერესებს დაკავშირეს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია