საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/04 15:20:05

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში განათლების მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. 


მისივე თქმით, უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მარგველაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში იმუშავებს. 
"მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს და ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინიტრაცია განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში და ამის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს",- განაცხადა მარგველაშვილმა. 

 


მისივე შეფასებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს. 
"მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდებათ ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

წყარო:„ინტერპრესნიუსი“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია