დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2005 წელი, 10 -16 იანვარი, №2 (306)
„ღმერთო, კი მომკალი, ვისზე ნაკლები ვართ აზიელები?“
2013/11/04 13:30:45

ნაწყენია სამტრედიელების კორეელი რძალი

 


სამტრედიაში კორეელი ეკატერინა ტუგაის მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს ცენტრალურ შესასვლელში მდგომმა მორიგემ კატიუშას (ასე ეძახიან უცხოელ რSალს თანამშრომლები) კაბინეტი ხალისიანად კი მიმასწავლა, მაგრამ თავად ადრესატს, მაინცდამაინც არ „დავხატებივარ“ გულზე...

 

– Боже мой, 32 წელიწადია, რაც ქართველების რძალი ვარ, მაგრამ, სანამ სანდრა არ გამოჩნდა, არავის გახსენებია ჩემი კორეული წარმოშობა. ახლა გაზეთებშიც დამბეჭდეს და ტელევიზორითაც გადამიღეს. მეშინია, ვინმეს პოპულისტი არ ვეგონო.

 

- ჩვენ სხვა ერების საახალწლო წეს-ჩვეულებების შესწავლას ვცდილობთ. იმედია, დაგვეხმარებით?!

 

- რაღა მახსოვს, შენი ჭირიმე, 32 წელი ცოტა არ არის გადმოქართველებისთვის. თანაც, აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი, დიდი ხანია, რაც დადგა.

 

უხერხული დუმილი ჩამოვარდა... სანამ ქალბატონი ეკატერინა გადაწყვეტილების მისაღებად თავს იჭყლეტდა, გონებაში მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ძირითადი კონტურები მოვხაზე: ბევრად ლამაზი, ვიდრე ტელეეკრანზე ჩანდა, ელეგანტური, საქმიანი, კომუნიკაბელური და, რაც მთავარია, Sალუმად ქალური...

 

- კარგით, თქვენმა აჯობა, - გადაწყვეტილებას იღებს რესპონდენტი და საუბრის გამართვისთვის ულტიმატუმს აყენებს,  - არანაირი დიქტოფონი!

 

ფინჯან ყავასთან და ტკბილეულთან დაწყებულმა საუბარმა ჩვენს შორის უცნობობისა და უხერხულობის ბარიერი თვალსა და ხელს შუა  გააქრო...

 

 

***

სამტრედიელები, დიდი ხანია, შეეჩვივნენ საკუთარი რSლის აღმოსავლურ გარეგნობას, მაგრამ ეკატერინას ბევრ ნაცნობს დღესაც გაუჭირდება მისი ნამდვილი ეროვნების დასახელება.

- ქართველებს ყოველთვის ტაჯიკი ან უზბეკი ვეგონე. ახლა ქუჩაში ხშირად მესმის, ადამიანები ერთმანეთს რომ გადაულაპარაკებენ: „ეს ქალი ტელევიზორში რომ იყო, ის არ არისო?!“

 

ერთხელ ქუთაისში რუსი ეროვნების ქალმა გამაჩერა და უცერემონიოდ მკითხა: - „Вы кореянка, да?“ როცა გავარკვიეთ, რომ ორივე ტაშკენტში ვიყავით დაბადებული და გაზრდილი, ავტირდით. ერთმანეთი კარგად გავიცანით და უკვე  ოჯახებით ვმეგობრობთ, - იხსენებს ეკატერინა.

 

მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი საქართველოს პირველი ლედი გახდა, ქართველების უცხოელმა რSლებმა ასოციაცია ჩამოაყალიბეს. თანამემამულეებთან შესაSლო შეხვედრის სურვილმა, ქალბატონი ეკატერინა „საქართველოს უცხოელი რSლების“ თბილისში გამართული შეხვედრის აქტიურ და თანაც, პოპულარულ წევრად გახადა:

 

- გაზეთით შევიტყვე ასეთი ასოციაციის შექმნის შესახებ. იდეის თანახმად, ორგანიზაცია უცხოელ ქალებს ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში უნდა დაეხმაროს.

 

„კოლეგებში“ ყველაზე შტატიანი რძლის თქმით, მასთან მიმართებაში ინტეგრირებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია: „ახლა სიტყვები ადვილად ამბობს, თორემ სიმწრისაგან ჩუმად ხელებს ისე მოვმუჭავდი, რომ სისხლი მდიოდა.“ ადაპტაციასთან დაკავშირებულ სიმწარეს ერთ წინადადებაში აქცევს ჩვენებური უცხოელი და, არანაკლები სევდით, 9 წლის უნახავ მამასა და ძმაზე განაგრSობს საუბარს. „თქვენ წარმოიდგინეთ და,  დედა მობილური ტელეფონით დავკრძალე. ძმა მიყვებოდა, თუ როგორ მოიტანეს საბოლოო ყვავილები ცხედართან, როგორ გაჰყავდათ მიცვალებული სახლიდან და... მანვე მირჩია, დედის სულისთვის ლოცვა რომ შემძლებოდა, მოვნათლულიყავი (დედაჩემი და ჩემი ძმა მართლმადიდებლები იყვნენ). ასეც მოვიქეცი. მეგობრებს ხელი მოვხვიე (რომლებიც კატიას საქართველოში ნამდვილად არ აკლია. თ.ბ.) და ქართულ მართლმადიდებლურ მრევლს შევემატე. ვცდილობ, ჭეშმარიტი ქრისტიანივით ვიცხოვრო...

 

 

***

კორეელების ყაზახეთში დეპორტაციის ისტორია სათავეს რუსეთ-იაპონიის ომიდან იღებს. სულით ხორცამდე კომუნისტი დიუ ჩერ-ხვან ტუგაის ინტერნაციონალურ ოჯახში (დედა - ჩინელი, მეუღლე - იაპონელი) დეპორტაციასთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და 1937-38 წლების რეპრესიებზე „პერესტროიკამდე“ კრინტი არავის დაუSრავს. ეს გახდა მიზეზი, რომ ეკატერინას მამის მიერ წლების წინათ ჩადენილი უჩვეულო საქციელისთვის თავისებური გამართლება მოეძებნა:

 

„როცა მამამ გაიგო, ქართველზე ვაპირებდი გათხოვებას, ცხოვრებაში პირველად გამაწნა სილა,“ - ღიმილით ამბობს რესპონდენტი. სასიმამროს სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტაშკენტში „კამანდიროვკით“ ჩასული ენერგეტიკოსის, ბორის თარგამაSის მიერ უკვე ინჟინერი კატიას ერთი ნახვით შეყვარება მარცხით არ დასრულებულა, რადგანაც „ასფალტზე“ გაზრდილ გოგოს გონება ისე აურია, რომ კატერინას  სამტრედიის სოფელ ნიგორზღვაში ცხოვრებაზე უარი არ განუცხადებია.

 

ახლა რაიონის ცენტრში ცოლ-ქმრის მიერ საკუთარი ხელებით აშენებული და დამშვენებული კარ-მიდამო ერთადერთი ვაჟის - სლავას გაბედნიერებას ელოდება.

 

კოხტად მოწყობილი ოჯახის დიასახლისი საკუთარი შრომის ყველაზე დიდ შედეგად მაინც უცნაური მცენარეებით დამშვენებულ ბოსტანს მიიჩნევს. არადა, მისი პირველი სასიამოვნო მოგონებები საქართველოზე, თურმე, სწორედ ბოსტანთან ყოფილა დაკავშირებული: „როცა პირველად ქუთაისის ბაზარში ბოსტნეულითა და მწვანილით გადატვირთული დახლები დავინახე, ჩემი აზიური, წვრილი თვალები ისე გამიფართოვდა, რომ გამყიდველმა შიშით შემომხედა. მწვანილი კორეული სამზარეულოს ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. ახალი სახლის მშენებლობისას მეზობლებთან, ნაქირავებში ვცხოვრობდით. ორსულად ვიყავი და ჩვენი  დიასახლისის მწვანედ გაბიბინებულ ბოსტანთან გულგრილად ჩავლა ნამდვილად არ შემეSლო. მისი შინ არ ყოფნის დროს, მწვანილს ჩავუჯდებოდი და კილოგრამობით ვჭამდი. ჩვენი დიასახლისი კი, ნამდვილი დამნაშავის გამოვლენამდე, გვერდით მცხოვრებ მეზობლებს ეჩხუბებოდა - „შენმა ინდაურმა ბოსტანი გამინადგურაო.“ მეზობლებმა და მეგობრებმა ქალბატონი კატია  არა მარტო ბოსტნეულის ქურდობაში, არამედ - სხვადასხვა სახის მწვანილითა და ბოსტნეულით მომზადებული უცხო-უცხო სალათების უბადლო მომზადებაშიც „ამხილეს“. კორეულზე ნაკლებად, არც ქართული საჭმლის კეთება გამოსდის. მართალია, საახალწლო სუფრა თარგამაSეების ოჯახში კორეული კერSებით გადატვირთული არ ყოფილა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული საცივის, ხაჭაპურისა და სხვა კერSების მომზადებაში დახელოვნებულ ქალბატონს მშობლიური სამზარეულო დავიწყებოდეს:

 

„ჩვენებური საჭმელები განსაკუთრებით მაშინ მომენატრება, როცა ავად ვხდები. ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია, მაგრამ კორეული სანელებლები გამომელია. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენებური აქ იყიდო, ეს ბრინჯია, რომელიც სულაც არ ჰგავს კორეულს. ჩვენში ბრინჯს წმინდა კულტურად მიიჩნევენ. ისეთივე კოდში, როგორშიც თქვენ ფქვილს ყრით, ბებიები ჯერ ოქროს მონეტებს ალაგებდნენ ფსკერზე, მერე პროდუქტს ჩაყრიდნენ, რაც ოჯახის ბარაქიანობის გაგრSელებას ნიშნავდა. ახლაც ქორწილში, ან ახალმოსახლეობისას ოთახებში ბრინჯს მიმოაბნევენ. კორეული საახალწლო სუფრის მშვენებას „ჩირიბსარი“ ჰქვია, რაც დაბეგვილი პურის სახელით შეიSლება მოვიხსენიოთ. მისი მომზადებისას, კარგად მოხარშული ბრინჯი სპეციალური ხის ჯოხებით ისე უნდა დაიბეგვოს, რომ მყარი ცომი გამოვიდეს. პარალელურად იფქვება მოხარშული და შემდეგ გამომშრალი ლობიო, დაბეგვილი ცომის პატარ-პატარა ნაჭრებს აიღებენ და წინასწარ გამზადებულ ლობიოს, შაქრის პუდრასა და ათასნაირი სანელებლისგან მომზადებულ ფქვილში ამოავლებენ გამოცხობამდე. საახალწლო სუფრა „ციმფენების“ გარეშეც არ შეიSლება. ის ბრინჯისაგან მზადდება და აქაურ ორცხობილას წააგავს, ოღონდ, უფრო არომატულია. ასევე, არ უნდა გამომრჩეს საკე (ბრინჯის არაყი), გემოთი ჭაჭის არაყს ჰგავს ძალიან. საახალწლო სუფრა და ყოველდღიური კვების რაციონი სოიოსგან მომზადებული კერძებითაც მშვენდება. მაგრამ მისი მომზადების ტექნოლოგია ისეთი რთულია, რომ არც ღირს ამაზე საუბარი.

 

ქალბატონ ეკატერინას ახალი ცხოვრების გამოცდილებამ დაანახა, რომ ამ ორი, სრულიად განსხვავებული ცივილიზაციის მქონე ადამიანებს რაღაც-რაღაცეები საერთოც გვქონია,   „ყველაფერში დამნაშავე“, მისივე აზრით, აზიური წარმოშობის იმპულსებია და მეტი არაფერი.

 

„მოვიდა სააკაშვილი და განაცხადა: ჩვენ ევროპელები ვართ. ნურას უკაცრავად, ბატონო, საქართველო ევროპა სულაც არ არის. ღმერთო, კი მომკალი, ვისზე ნაკლებია აზია კულტურით, ისტორიითა და ტრადიციებით?“ - ემოციების გამოხატვისას ქართული სიტყვები აღარ ჰყოფნის იმერლების რSალს, რომელსაც ქართულის კარგი  ცოდნისთვის ჯილდოც კი აქვს აღებული.

 

 

***

ასეა თუ ისე, მშობლიურ სითბოსა და სიყვარულს მოკლებულ ჩვენს შორებელ ახლობელს, მისი წილი სულიერი ტკივილი გზადაგზა ძალუმად ახსენებს თავს.

 

მით უმეტეს მაშინ, როცა დედ-მამის სახსოვართან - სპილოსSვლის ჩხირებთან და ფაიფურის ჭურჭელთან შეხება შორეული ყრმობის ტკბილ მოგონებებში გადააფრენს ხოლმე...

 

 

თამარ ბახტაძე

 

 

 

გაზეთ P.S.-ის არქივიდან, 2005 წელი, 10 -16 იანვარი, №2 (306)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია