დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სემეკი
სემეკი ისევ თბილსს უბრუნდება?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/04 12:46:35

უახლოეს მომავალში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია შესაძლოა, ისევ თბილისში, ძველ ადგილას, გადავიდეს. ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ კულუარებში. თუმცა უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ბერიკაშვილმა ეს ინფორმაცია psnews.ge-სთან საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი, სემეკი (ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია) და სხვა რამდენიმე მარეგულირებელი უწყება, საქართველოს დედაქალაქიდან ქუთაისში 2008 წლიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გადმოვიდა.

 

მიხეილ სააკაშვილი მსგავსი წინადადებით 2008 წლის მაისში ქუთაისში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა. სააკაშვილმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ  უმჯობესი იქნებოდა, თუ თბილისიდან ქუთაისში გადატანის შემდეგ ეს სამსახურები ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდებოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა და აღნიშნულ უწყებებში ძირითადი კადრები ისევ თბილისელებით შეივსო.


ლიკა ჩახუნაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია