საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური ნება
რატომ რჩება ციხეში პრეზიდენტისგან შეწყალებული ბაჩო ახალაია?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/03 21:42:09

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში სააკაშვილი აღნიშნავს, მისი ვალია, ხელი მოაწეროს ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს. პრეზიდენტი ახალაიას .. ციხის ბუნტის საქმეზე იწყალებს, რომელზეც ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ახალაია ციხეში რჩება, რადგანაც მას გირგვლიანის საქმეზეც აქვს მისჯილი აღმკვეთი ღონისძიება. 

 

 

„მინდა მოგმართოთ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებსა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენების თაობაზე. ამჯერად, არ ვაპირებ ბაჩო ახალაიას ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე საუბარს -  ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი აზრი აქვს და არ მინდა პოლემიკაში შესვლა. დარწმუნებული ვარ, თავადაც ბევრჯერ მიეცემა შესაძლებლობა, ბევრი რამ აუხსნას საზოგადოებას და რაღაცები თვითონაც გადააფასოს. ამიტომ, ჩემი მიზანი ამ საქმის მხოლოდ სამართლებრივი ასპექტებისა და შედეგების შეფასებაა.

 

პენიტენციალურ სისტემაში რომ ბევრი რამ რიგზე არ იყო, ამის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობდა. მათ შორის, სახალხო დამცველის ანგარიშებში პირადად მე არაერთხელ მიმიცია შენიშვნა სისტემის მესვეურთათვის, ძალის გადაჭარბებული გამოყენების ან პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩემი დავალებით, დავხურეთ რამდენიმე ძველი ციხე და დავიწყეთ ახალი, უფრო ცივილიზებული საპატიმროების მშენებლობა. სერიოზული რეფორმები განვახორციელეთ  ჯანდაცვის მიმართულებითაც.  რა თქმა უნდა, სატელევიზიო სივრცეში ციხის ცნობილი კადრების გამოჩენამ ყველა შოკში ჩაგვაგდო. ახლა უკვე ბევრისთვის ნათელია, რომ ამ კადრების უმეტესი ნაწილი შეკვეთილი და ბედუკაძის მიერ იყო დადგმული. თუმცა, ისიც უტყუარი ფაქტია, რომ  ციხეში ადმინისტრაციის მხრიდან ნამდვილ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი.


იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონია პირდაპირი სამსახურეობრივი შეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მან გადაწყვიტა, რომ სწორი იქნებოდა დაძაბულობის განსამუხტად, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლა,  შემდეგ კი ქვეყნის დატოვება.


როგორც გვახსოვს, იგი მალევე ჩამოვიდა საქართველოში, თანაც ნათელი იყო, რომ მაშინვე დააპატიმრებდნენ. მან ჩამოსვლისთანავე დამირეკა და მითხრა, რომ გადაწყვიტა, ყველა ბრალდებაზე თავად გაეცა პასუხი, თუნდაც ეს მრავალთვიანი წინასწარი პატიმრობის ფასად დაჯდომოდა. იგი დარწმუნებული იყო თავის უდანაშაულობაში, რომლის დამტკიცებასაც სასამართლო პროცესებზე მონაწილეობით - საზოგადოების სამსჯავროზე თავისი გამამართლებელი არგუმენტების წარდგენით აპირებდა.


იმის მიუხედავად, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები ახალაიას მანამდე გამუდმებითმონსტრსუწოდებდნენ საჯაროდ, პირველივე ბრალდება, რომლითაც ის დააკავეს, სხვა რომ არაფერი ვთქვა, არა მხოლოდ არ შეესაბამებოდა მონსტრის  განმარტებას, არამედ ნორმალური სასამართლო პრაქტიკის პირობებში, წინასწარი პატიმრობა, როგორც წესი, არც კი გამოიყენებოდა ასეთი ბრალდების დროს. თან ეს ბრალდება, ძირითადად, ეფუძნებოდა პოლიციის კარგად ცნობილი ინფორმატორის ჩვენებას, რომელიც თვითონ არაერთგზის იყო შემჩნეული კრიმინალურ ქმედებებში.


როგორც ჩანს, პროკურატურა ხვდებოდა, რომ .. „ვაშლის თლისბრალდებით უბრალოდ ვერ დადგებოდა ის შედეგი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ დაამატეს ბრალდება 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე და რამდენიმე სხვა ეპიზოდი.


ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებას შეეძლო ეხილა ტელეეკრანებზე, თუ როგორ დადიოდნენ სასამართლოშიშპარგალკიანიმოწმეები, როგორ გადათქვეს მოწმეებმა ჩვენებები და ღიად ისაუბრეს იმ უკანონო წნეხზე, რომელიც მათზე განხორციელდა. მათ შორის, თუ როგორ გაიტაცეს ერთ-ერთი მოწმე ტყეში და ჩვენების მიცემას, იქ, ხეზე  მიბმულს მუქარის ქვეშ სთხოვდნენ.


საზოგადოებამ იხილა პროკურატურის სრული უსუსურობა არა მხოლოდმონსტრობის“, არამედ მინიმალური დანაშაულის დამტკიცების თვალსაზრისითაც კი. ყოველივე ამის შემდეგ, აღნიშნულ საქმეებზე ლოგიკურად დადგა გამამართლებელი განაჩენი, თან ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სასამართლომ ანგარიში არ გაუწია პოლიტიკურ კონიუქტურას. პირველი საქმე მოსამართლემ მაქსიმალურად გაწელა და გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა ზაფხულის იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე პასიური სეზონია, ხოლო მეორე გამამართლებელი განაჩენის დაწერის შემდეგ, მოსამართლემ ის მხოლოდ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოაცხადა.


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,  განსაკუთრებით კი ბოლოსკენ, როცა ნათელი გახდა, რომ ვერაფრის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა, პროკურატურის ქცევა უბრალოდ სამარცხვინო იყო. ერთი პროკურორი მოულოდნელად გახდა ავად (ოღონდ ეს ავადმყოფობა, რატომღაც, მხოლოდ სასამართლო დარბაზში უმძაფრდებოდა), მეორემ სრულიად სასაცილო გარემოებებით გამოაცხადა თვითაცილება, ხოლო მესამეს, აშკარად, ერთადერთი დავალება ჰქონდა - გაეწელა პროცესი ნებისმიერი საბაბით.


ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს პროკურორი ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ მიიყვანეს პროკურატურაში. პროკურატურას, ალბათ, ჩემი მთავრობის დროსაც ბევრი გადაცდომა ჰქონდა, თუმცა სამართლებრივი ნორმების ამ დონემდე აბუჩად აგდება და ყოველგვარი წესების იგნორირება, რაღაც ახალი და ძალიან უარყოფითი მოვლენაა ქართულ მართლმსაჯულებაში.


აი ამ სიტუაციაში, როდესაც უკვე დადგა ერთი და გარდაუვლად დადგებოდა მეორე გამამართლებელი განაჩენი, როცა ყველა პოლიტიკურ დონეზე გაკეთდა საჯარო გაფრთხილება, რომლითაც ბაჩო ახალაიას გათავისუფლება დაუშვებლად, ხოლო მისი ციხეში ყოფნა ნებისმიერ ფასად აუცილებლად ცხადდებოდა, გაჩნდა მისი მესამე საქმე - .. ციხის ბუნტის საქმე.


ყველას შევახსენებ, რომ 2006 წლისთვის საქართველოში საპატიმრო დაწესებულებებს მთლიანად აკონტროლებდნენ .. კანონიერი ქურდები და ციხის მაყურებლები. მათი კონტროლის აღმოფხვრის გარეშე საქართველოში დანაშაულის დამარცხებაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელები ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ვითარება იოტისოდენადაც კი არ უმჯობესდებოდა.

 

ბაჩო ახალაიამ დანიშვნისთანავე დაიწყო შეტევა კანონიერი ქურდების პრივილეგიებზე და ეს უკანასკნელები მაშინვე დაემუქრნენ, რომ ციხეში მოხდებოდა ბუნტი. პრაქტიკულად, დანაშაულებრივმა სამყარომ წამოაყენა ულტიმატუმი - ან თავს დაანებებთ ჩვენი შეზღუდვის მცდელობას, ან უკიდურესად აგირევთ სიტუაციას. ჩვენ - ხაზს ვუსვამ, ჩვენ, ვინაიდან ეს არ იყო მხოლოდ ბაჩოს გადაწყვეტილება და მეც ვიყავი იმის საქმის კურსში, რაც მათ შემოთვალეს - არ მივიღეთ ულტიმატუმი და მაინც გადავწყვიტეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარება. კრიმინალებმაც შეასრულეს დაპირება და მოაწყეს მასშტაბური არეულობა


აი, ეს საქმე აღმოჩნდა 2013  წლის ქართული პროკურატურისთვის მაშველი რგოლი. პირადად მე, შემრცხვა, როდესაც ტელევიზიით ვიხილე ბაჩო ახალაიას საქმის ბრალმდებელი პროკურორის ლევან ადეიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმე ეფუძნება რამდენიმე კანონიერი ქურდის და ასევე სხვათა ჩვენებებს. როგორც იურისტი, მე ვიცნობ პრაქტიკას, როდესაც ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატების ხელმძღვანელები ჩვენებას აძლევდნენ სხვა მაფიოზების წინააღმდეგ, მაგრამ არ ვიცნობ არც ერთ შემთცვევას, არც ცივილიზებულ და არც ნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებებში, სადაც საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მთავარი მტრების, ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა ბრალს წაუყენებდა სახელმწიფოს იმ თანამდებობების პირებს, რომელთაც თანამდებობრივად სწორი ნაბიჯები გადადგეს მაფიოზების ძალაუფლების შესასუსტებლად.

 

ეს განაჩენი არა უბრალოდ გაუმართლებელია იურიდიული თვალსაზრისით, არამედ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უბრალოდ სამარცხვინოა. სამარცხვინოს გარდა არაფერი შეიძლება უწოდო ფაქტს, როდესაც ქურდები და პროკურატურა ერთად ასამართლებენ ქურდებთან მებრძოლებს. ასეთ გადაწყვეტილებებს გარდაუვლად მოჰყვება მძიმე შედეგები და, სამწუხაროდ, ამ ფასის გადახდა საზოგადოებას მოუწევს მომავალში  დაუსჯელობის სინდრომის და ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერების მხრივ.


ის, რომ ამ განაჩენის მიზანი ახალაიას ნებისმიერი ფორმით საპატიმროში დატოვება იყო, დადასტურდა იმითაც, რომ მას ხელახალი ბრალდება წაუყენეს. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პრაქტიკა, ამ შემთხვევაშიც, როგორც წესი, არ ითვალისწინებს ამ ახალ საქმეზე პატიმრობას, სასამართლომ უკვე მერამდენედ, ისევ დაუშვა გამონაკლისი წესიდან და ორი  გამამართლებელი განაჩენისა და ერთი ძალიან საეჭვო განაჩენის ფონზე, გამოიყენა წინასწარი პატიმრობა, ხელახლა დაიწყო პატიმრობის ვადის ათვლა, რაც, თავისთავად, ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის - შეიძლება, ზედიზედ რამდენიმეჯერ გაგამართლონ და მაინც ციხეში დაგტოვონ მრავალი წლით.


ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ძალიან ბევრ ადამიანს სუბიექტური დამოკიდებულება  აქვს და ისიც ვიცი, რომ საპატიმროებში, სამწუხაროდ, ძალადობა ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით, მაგრამ მინდა მივმართო ყველას - დავდგეთასავალ-დასავლისდა სხვა ბინძური ჭორების გამამვრცელებელთა ლოგიკაზე მაღლა


მთელი ამ წლებისა და თვეების განმავლობაში თქვენ გიყვებოდნენ და ბევრმა დაიჯერეთ კიდეც, რომ ბაჩო ახალაიამონსტრია“, რომ ის პირადად მონაწილეობდა მკვლელობებში, ადამიანთა წამებაში, გაუპატიურებასა და გატაცებაში, ასევე სხვა მძიმე დანაშაულშიმის მიმართ ოფიციალურად წარდგენილი ოფიციალური ბრალდებები, იმავე ხალხის მიერ მომზადებული, რომლებიც მთელი ეს წლები მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან განსხვავდება მათ მიერ საჯაროდ ტელევიზიით და ყვითელი პრესის ფურცლებიდან გაცხადებული ბრალდებებისგან.

 

 მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლობუნტისსაქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.


მე ვგმობ და ვემიჯნები ციხეში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში წამების, ცუდად მოპყრობის, უკანონობის ნებისმიერ ფაქტს - განაჩენი რომ რომელიმე მსგავს ფაქტზე დამდგარიყო, კატეგორიულად ვაცხადებ, არ გამოვიყენებდი შეწყალების უფლებას!მაგრამ ეს საქმეები პროკურატურამ წარადგინა და ისინი ბაჩო ახალიასთან მიმართებაში ყველას თვალწინ დაიშალა. ამგვარად, გამამართლებელ განაჩენებთან ერთად, საკითხიც მოიხსნა.

 

რაც შეეხება ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც უკავშირდება კანონიერი ქურების ინსტიტუტის კანონიერ ჩარჩოებში აღმოფხვრის პოლიტიკას, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი, როგორც საზოგადოებისგან შესაბამისი მანდატის მქონდე თანამდებობის პირის და ასევე ჩემი მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებადღესაც ღრმად მწამს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პასუხისმგელობას ვიღებ!


ვიმეორებ, წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას. ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის,  სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ


მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას (მით უმეტეს, რომ ამ შეწყალებით, პროკურატურის მანიპულაციიების შედეგად, იგი ახლა ვერ გათავისუფლდება), არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი - „კანონიერმა ქურდმაგაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ვეღარასდროს ვერ უნდა გაბატონდნენ იმ ეზოებსა და სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან, როგორც ეს იყო ჩემი ბავშვობის და უფრო გვიან პერიოდში


საქართველოს, როგორც ქვეყანას, აღარასდროს არ უნდა დაუბრუნდეს კრიმინალებისა და მაფიოზებების ქვეყნის ძლივს გამქრალი რეპუტაცია და ამ მხრივ მაინც ვერავინ ვეღარ უნდა დაგვაბრუნოს წარსულში“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია