საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო რეიტინგი
ნორვეგია ყველაზე აყვავებული ქვეყნების ათეულში პირველია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/03 17:05:35

 ბრიტანულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Legatim Institute–მა გამოაქვეყნა ყველაზე აყვავებული ქვეყნების სია. მსოფლიოს 142 ქვეყანა შეფასდა ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, ზოგადი უსაფრთხოების, პირადი უსაფრთხოების და სოციალური კაპიტალის დონის მიხედვით. ამ შეფასებითი კრიტერიუმებით გამოვლინდა 10 ყველაზე აყვავებული სახელმწიფო მსოფლიოში: 


პირველ ადგილზეა – ნორვეგია, რომელიც არ თმობს პოზიციას 2009 წლიდან და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

 

მეორე ადგილზეა –  შვეიცარია, რომელიც ყველა კრიტერიუმის მიხედვით გაიზარდა 2009 წლიდან.

 

მესამე ადგილზეა –  კანადა, ის 2009 წელს მეხუთე ადგილზე იყო.

 

მეოთხე ადგილზეა –  შვეცია, წინსვლა აქვს უსაფრთხოების მხრივ. ხუთი წლის წინ ქვეყანაში ქურდობის ფაქტები და ქუჩებში ხშირი თავდასხმები შეინიშნებოდა. 

 

მეხუთე ადგილზეა –  ახალი ზელანდია. 2009 წელს კი აყვავებულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ეს უკავშირდება მიგრანტების მოდინებას და უსაფრთხოების დაბალ მაჩვენებელს. 

 

 მეექვსე ადგილზეა – დანია, თუმცა 2009 წელს ის მეორე ადგილს იკავებდა, რაც უმუშევართა რაოდენობის ზრდის, დაუბრუნებელი საბანკო სესხების მიზეზმა განაპირობა. 

 

მეშვიდე პოზიციაზე – ავსტრალიაა, მან ორი საფეხურით დაბლა დაიწია 2009 წელთან შედარებით, რაც როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, დაკავშირებულია ფილიპინებიდან და სვადასხვა ქვენიდან დევნილთა შემოდინებასთან. ეს კი დემოგრაფიულ პრობემებს ქმნის. 

 

მერვე ადგილზე –  ფინეთი, 2009 წელს ის მეოთხე ადგილზე იყო, თუმცა უმუშევრობისა და არასაიმედო ფინანსური ინსტიტუტების გამო, ის მერვე ადგილს იკავებს.

 

მეცხრე ადგილზეა – ჰოლანდია, რომელიც აყვავებულ ქვეყნებთა სიაში არც შედიოდა 2009 წლიდან, მეცხრე ადგილი კი ჯანდაცვის სისტემაში უდიდესი წინსვლის დამსახურებაა. 

 

მეათე ადგილზეა – ლუქსენბურგი. ექსპერტთა დასკვნით ამ ქვეყანაში შემოდის ნაკლები ინვესტიცია და ეს აღინიშნება ეკონომიკის ვარდნაზე.

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია