დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა ნარჩემაშვილი: –"ვიცი რომ ჩემი კანდიდატურა იმერეთის გუბერნატორის პოსტზე განიხილება"
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/02 14:03:31

 

იმერეთის მხარის რწმუნებულის პოსტზე ვახტანგ ბალავაძის სავარაუდო შემცვლელად უკვე რამდენიმე კანდიდატი დასახელდა. ცოტა ხნის წინ, ნარჩემაშვილის, მარუაშვილისა და კოპალიანის გვარებს კიდევ ერთი კანდიდატი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი  კახა გვანცელაძე დაემატა. თუმცა,  გუბერნატორობის  ყველაზე რეალურ პრეტენდენტად კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი სახელდება.

თავად ნარჩემაშვილი, რომელიც  "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წინასაარჩევნო პერიოდში კი იმერეთის მასშტაბით კოალიციის შტაბს ხელმძღვანელობდა,  გუბერნატორის პოსტზე შეთავაზებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი კანდიდატურა ამ პოსტზე აქტიურად განიხილება.

"ვიცი რომ მე მოვიაზრები ერთ–ერთ კანდიდატად, მაგრამ ოფიციალური შემოთავაზება ჯერჯერობით არ მიმიღია. როცა შემომთავზებენ, აუცილებლად ვიტყვი",–ამბობს ნარჩემაშვილი psnews.ge-სთან საუბარში.

სამაგიეროდ, ნარჩემაშვილის შესაძლო გუბერნატორობას ფაქტიურად  ადასტურებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მისი თქმით, ამ პოსტზე დანიშვნის ყველაზე რეალური შანსი ლაშა ნარჩემაშვილს აქვს, რადგან მან წლების მანძილზე  დიდი  პოლიტკური გამოცდილება მიიღო. მღვდელაძე პრაქტიკულად გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის ყოფილი მერის დიმიტრი კოპალიანის გუბერნატორობაზე,

"არ მგონია დიმიტრი კოპალიანმა  ერთ მდინარეში მეორედ შეცუროს,რადგან,  იქ სადაც ბევრი პოლიტიკაა, კოპალიანის ადგილი არ არის. როგორც ვიცი მან  თბილისში უკვე  მიიღო შემოთავაზება "მილენიუმის" ერთ–ერთ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზაზა მარუაშვილს, ჩემი ინფორმაციით მას თბილისური გეგმები აქვს.  ნარჩემაშვილს კი  დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იმერეთის მასშტაბით წინასაარჩევნოდ მან ძალიან კარგად იმუშავა, ალბათ ყველაზე რეალური კანდიდატი ეგ არის",–ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ახალი გუბერნატორი იმერეთს 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ეყოლება. ახალი კონსტიტუციით, მას პრემიერ–მინისტრი დანიშნავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია