დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არ მოწიო!
„ჩუპა-ჩუპსი“ – სიგარეტის ნაცვლად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/31 17:15:29

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიცაიტვით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია, „ჯანმრთელი ფილტვები“, ღონისძებაში პროგრამის ქუთაისის სამიზნე სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.  ღონისძების მხარდამჭერები იყვნენ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი IUNA AMIKO.  

თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია „ჯანმრთელი ფილტვები“ „ახალგაზრდულ ფორუმზე“ ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ იქნა ინიცირებული.  

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარალელურად რამდენიმე ღონისძება მიმდინარეობდა, უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო  პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეთა ნახატების, ასევე მოსწავლეთა და სტუდენტთა მიერ „თამბაქოს მავნებლობის შესახებ“  სლოგანების შექმნა-გამოფენა; ასევე მიმდინარეობდა  აქცია „თქვი უარი“, რომლის ფარგლებში სტუდენტები და სხვა ჩართული პირები სიგარეტს „ჩუპა-ჩუპსში“ ცვლიდნენ.  დარიდგა ფლაერები, შეგროვდა ხელმოწერები   პეტიციისთვის -  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების მოთხოვნით; ასევე მოეწყო შეჯიბრი  კალათბურთში უნივერსიტეტის ღია სპორტულ მოედანზე, მასში  პროგრამის სამიზნე სკოლის მოსწავლეებისაგან შექმნილი გუნდები მონაწილეობდნენ.   

 

ღონისძიები გაგრძელდა უნივერსიტეტის ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში, სადაც უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ, პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია,  დაჯილდოვდნენ ნახატების კონკურსის გამარჯვებულები.   

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია