საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიც ქალაქია...
შემთხვევა თეთრ ქვებზე...
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/31 13:00:33

ორიოდე დღის წინ ქუთაისში თეთრ ხიდზე მოსეირნენი უჩვეულო ფაქტს შესწრებოდით. ჩოხებში გამოწყობილი ქუათურები საქართველოს, მეგობრობის და სიყვარულის სადღეგრძელოს რიონის თეთრი ქვებიდან ამბობდნენ. „გადავწყვიტეთ, გასული საუკუნის ტრადიცია გაგვეცოცხლებინა, ამიტომ მეგობრებმა თეთრ ქვებზე გავალეთ სუფრა, რომელიც სულ რაღაც 12 ლიტრი ლექსით, ტონა მეგობრობით და უზღვავი სიყვარულით არის სავსე. ეს ისტორიული ადგილია და აქედან სულ სხვა ქუთაისი ჩანს. ჩვენ დღეს ისტორია გავაცოცხლეთ, რიონიც როგორი მშვიდია და სიოც კი არ იძვრის, ესაა ქუთაისის სული,“ - აღნიშნეს თეთრ ქვებზე შეკრებილებმა.

 

სადღეგრძელოები, ლექსები და ქართული ჰანგები ერთმანეთს ენაცვლებოდა, ეს ყველაფერი კი 21- საუკუნეში ჩოხოსნების საქართველოს აცოცხლებდა. ადგილობრივების განცხადებით, გასული საუკუნის 80-ანი წლების შემდეგ რიონი თეთრი ქვებიდან საქართველოსთვის აღარავის უმღერია...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია