დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნების შედეგების ანალიზი
„ქართულმა ოცნებამ“ 171 091 ამომრჩეველი ერთ წელიწადში დაკარგა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/30 21:56:09

,,ქართულმა ოცნებამერთ წელიწადში 171 091 ამომრჩეველი დაკარგა2012 წელს ჯამურად ივანიშვილის პოლიტიკურმა ,,აჯაფსანდალმა” 1 181 862 ხმა მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი 1 010 771 ათასმა ადამიანმა შემოხაზა საოცნებო რიცხვი _41. საინტერესოა, მომავალი წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რამდენად შეძლებს ელექტორატის მოხიბვლას ,,ქართული ოცნება”.

 

ამბობენ, რომ ლოკალურ არჩევნებს, რომელსაც უნდა მოჰყვეს მუნიციპალური საკრებულოების დაკომპლექტება, ბევრად უფრო ნერვული ფონი ექნება, რადგან თვით ,,ოცნების ინგრედიენტებსექნებათ შიდაკოალიციური ღია თუ დახურული დაპირისპირება, ამის შემდეგ კი ოპოზიციურ კანდიდატებთან მოუწევთ სტრატეგიის გამოჩენა ,,მეოცნებეებს”.

 

 მთავარი მაინც ელექტორატის კეთილი განწყობის მოპოვება და შენარჩუნებაა, რომელზეც არჩეულმა სუბიექტმა პერმანენტულად უნდა იზრუნოს. მოსალოდნელი იყო და გაიმარჯვა კიდეც მარგველაშვილმა. მარგველაშვილის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მუშაობდა და მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ივანიშვილის მხარდაჭერა გახლდათ.  იმის ილუზია, რომ ,,ქართულმა ოცნებამყველა დაპირება შეასრულა, ალბათ მხოლოდ ფანატიკოს ,,მეოცნებესაქვ, მაგრამ რამდენიმე წლიანი უკანსვლის ფონზე პოზიტივები ნამდვილად ჩანს,რაც  დაეხმარა კიდეც  მარგველაშვილს 60-70% ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაში.

 

მაინც, რა არის მარგველაშვილის პოზიტივები...

 

პოზიტივი 1.

 

მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს მასწავლებლების ხელფასი ერთბაშად ასწია,

 

 მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა საკვალიფიკაციო სერტიფიკატი პედაგოგს; სახელმძღვანელოები მიიღეს მოსწავლეებმა (თუნდაც მკაცრი ხელშეკრულებით) უფასოდ;

 

17 ფაკულტეტზე სწავლა გახდა სტუდენტისთვის უფასო;

 

 არასერტიფიცირებული პედაგოგებისთვის იცვლება სასერტიფიკაციო ფორმა და შინაარსი.

 

 ამ პოზიტიური მუხლის მიხედვით მარგველაშვილს მხარს უჭერს პედაგოგთა და მშობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 

პოზიტივი 2.

 

საყოველთაო ჯანდაცვის საკითხი წაადგა მარგველაშვილს. სამედიცინო სერვისს დანატრებული ადამიანები უკეთესი ჯანდაცვის მოლოდინში ხმას აძლევენ მარგველაშვილს;

 

 სამედიცინო პერსონალს აქვს მოლოდინი, რომ სახელფასო საკითხი მოწესრიგდება; თვალნათლივია, რომ მედიკამენტების ფასები იკლებს (განსაკუთრებული აქციების_ფასდაკლებების დღეებისა და ბონუსების დაგროვების საკითხის გათვალისწინებით);

 

ასევე ჯანდაცვის მინისტრის გვერდში დგომა ერთი დიდი პლუსი იყო წინასაარჩევნო პერიოდში მარგველაშვილისათვის.

 

 პოზიტივი 3.

 

სოციალური საკითხების მოგვარების ტემპი უჩვეულოა.

 

 შრომის კოდექსის ცვლილებების გამო დასაქმებულები თავს დაცულად გრძნობენ;

 

 ორსულებისათვის გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი (ფასიანიც და უფასოც);

 

სოციალური შემწეობა გაორმაგდა.

 

მოკლედ, სოციალურად დაუცველებმა და დასაქმებულებმა, მიზეზ-შედეგობრიობიდან გამომდინარე, მარგველაშვილს დაუჭირეს მხარი.

 

პოზიტივი 4.

 

პატიმართა რაოდენობის კლება ამნისტიის საშუალებით.

 

გათავისუფლებულმა პატიმრებმა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად 41 შემოხაზა.

 

.. პირობითი მსჯავრდებულთა პროგრესიით მატების ტენდენციის მოსპობაც მოსახლეობას დადებით განწყობას იწვევს.

 

 

 

 პოზიტივი 5.

 

 სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებმა მიიღეს უჩვეულო დოტაცია. 180 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათები თითქმის მილიონმა ვიწროფერმერმერული მეურნეობების პატრონებმა მიიღეს;

 

ნელ-ნელა ხორციელდება (ან გვჯერა, რომ იქნება ასეთი რამე) იაფი სესხების პროგრამა_ხადურის განცხადებით საამისოდ 10 მილიონი გამოიყოფა გაისად;

 

კახეთში წელს პირვლად იყო ყურძნის ჩაბარების უჩვეულო ტემპი მისაღები ფასით;

 

მემწვანილეებისათვის სტაბილური ფასი რუსეთის ბაზრის გახსნის გამო;

 

მეციტრუსეების მოლოდინი, რომ ქართული ციტრუსი წყალში არ გადაიყრება;

 

 ჩაის პლანტაციების აღდგენის პერსპექტივები;

 

მესაქონლეობის პროდუქციის ფასების აწევა.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გლეხები ხმას აძლევენ 41 ნომერს.

 

ჩემი აზრით, ამ ხუთი მუხლის გამო ამომრჩეველმა გადაწყვიტა ,,პლასტელინისარჩევა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია